ვილაპარაკოთ ქართულად

ნაცნობი სიტყვების უცნობი განმარტებები

№39

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 06.10

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აგონია – ზუსტი თარგმანი ბერძნულიდან: ბრძოლა.

ადიაბატური – ზუსტი თარგმანი ბერძნულიდან: გაუვალი.

ამბოხი (ძველი ფორმაა) – ამჟამად: ბრბო.

ბუნებითი (ძველი ფორმაა) – ამჟამად: კანონიერი.

განჩინება (ძველი ფორმაა) – ამჟამად: დაშორება.

კერძოვირი (ძველი ფორმაა) – ამჟამად: ჯორი.

კოსმოსი – თავდაპირველი მნიშვნელობით: წესრიგი, უფრო გვიანდელი განმარტებით: სამყარო, როგორც მთლიანობა.

კარაული – სახედარი.

კომპლიმენტი – ა) ქათინაური; ბ) ცირკის მსახიობის სამადლობელი რევერანსი.

მერკური – ცერვანო (ძველი ქართული სახელწოდება).

მრეში – მოწაბლისფრო.

მრისხანე – ანჩხლი, კაპასი, გულბილწი.

მროქავი – საქონლის ქირით გამცემი.

მროწე – ბროწეული.

მროწეული – შესაკრავი ღილი.

პოპლიკი – ქოსა.

ტალანტი – ძველად: ფულის ერთეული; ამჟამად: ძალიან დიდი ნიჭი.

ქარიზმა – თავდაპირველად (ქრისტიანულ იდეოლოგიაში) ნიშნავდა ღვთის წყალობას, ნიჭს. მეოცე საუკუნეში ამ სიტყვამ მნიშვნელობა შეიცვალა და ამჟამად ნიშნავს მასებზე ზემოქმედების გამორჩეულ უნარს.

ღმერთმანი – მომდინარეობს გამოთქმიდან: „ღმერთმან იცის“. აქვს დაფიცების ფუნქცია.

შრომა – ღვაწლი.

ცერეცო – ანისული, ძირა.

ცუდმადი, ცუნდრუკი – ცილის დამწამებელი.

ცურცლვა – ძველი განმარტებით: როშვა, მიქარვა.

ცრუ მოძღვარი – ავის მრჩეველი.

წიგნი – წერილი.

წიგნაკი – თავდაპირველი განმარტებით: პატარა წიგნი.

წითელი ღვია (კენკროვანი მცენარე) – ფანქრის ხე.

ხმელა – თუთის ჩირი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი