ვილაპარაკოთ ქართულად

ნაცნობი სიტყვების უცნობი განმარტებები

№3

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 26.01

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ბაღანა – ჩვილი ტყვე.

ბელეშა – რქაგადადრეკილი ძროხა. ამჟამად: უსუფთაო, უწესრიგო.

დუქანი – უკუსაჯდომელი; სასაქმო სახლი; სამარხავი ადგილი.

დუხჭირი – ავსანახავი, დამპალი. ამჟამად: უქონელი, ძალზე გაჭირვებული, ღარიბი.

ეტვიმოლოგია (ეტიმოლოგია) – მზა სიტყვა.

ეული – უუფლო, უფლის გარეშე დარჩენილი.

ენტომოლოგმა – დალაქი.

ზრახვა – ლაპარაკი.

ვერაგობა – ა) სიბრძნე; ბ) ხერხი (მოხერხება).

ზღმურდლი – პირუტყვის ხორცსა და ტყავს შორის გაჩენილი ჭია.

მეიდანი (მოედანი) – ა) ასპარეზი; ბ) ტრამალი.

მეკობრე – მტაცებელი.

მერდინი – თხელი საპერანგე.

მეტიჩარა – „სხვათა სარგებლის გამგებელი (მრიგებელი)“ (საბა).

მოგვი – ჩექმა.

ნაბიჯი – ცალი ფეხის გადადგმა; ბიჯი – მეორე ფეხის გადანაცვლება.

ოლოლო – ვირთა აღრევა.

ოხერი – „შენობა, სადა უშენქმნილ იყოს და უკაცური“ (საბა).

ტაიჭი – გამოყვერული ცხენი.

ტყაპუჭი – ბოხოხი.

ტურტლი – თევზის განავალი.

უმზირდა – მოსაკლავად ეძებდა.

უგმირა – ლახვარი ჰკრა.

ურა – უმწყემსო ცხენი.

ფალანგი – ა) ნაბდის სახლი; ბ) კალატოზის ფეხის დასადგმელი ხარიხა; გ) ხერხი (მოხერხება).

ფინთი – ბილწი, ავი, შერყვნილი. ამჟამად: ცუდი.

ფინიკი – ტალავარი.

ფოლორცი – შუკა.

ფრჩხილი – სურნელოვანნაყოფიანი ხე.

ქამა – ნეხვის სოკო.

ქაფი – ჯაჭვის (ჯავშნის) სამხრიღლიე.

შლუ – ა) ჭკუანაკლები; ბ) შუბლსა და საფეთქლებზე თმაგაცვენილი.

შათირი – შიკრიკი.

შემასმენელი – ა) დამბეზღებელი; ბ) ეშმაკი.

შილინგი – „სასიხარულოსა საქმესა ზედა ზარბაზანთა და თოფთა სროლანი; საყვირთა ბერვანი, ფერხთა სწრაფად როკვანი“ (საბა).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა