ნაცნობი სიტყვების უცნობი განმარტებები
ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 19.01
მგოსანი – ა) მომღერალი; ბ) გლოვის დროს დამტირებელი. ამჟამად: სახალხო პოეტი.
საკაცე – მკვდრის წასაღები.
სალა – ბრტყელი ქვა.
სალამური – ზურნაიკი.
სალუქი – შემკობის მოყვარე.
სამსახური – მონებრივი ქცევა.
სამშობლო – დედის სახლი.
სამძიმარი – მძიმედ დასადები.
სამწიკვლე – აბანოს ქისა (ანუ მწიკვლის, ჭუჭყის მოსაშორებელი).
სარეწავი – ხელფასი.
სარო – კვიპაროსი.
სახვრეპელი – „ყავა, თერმონი (იგივე თბილი თაფლ-წყალი), ჩოკოლატა და მისთანანი“ (საბა).
ტანი – ცხოველის სხეული.
ტარტაროზი – ჯოჯოხეთი.
ტეტრაფარმაკოს – ოთხწამალი.
ტეხურა – დიდი ყინვა.
ტიტინი – ცუდი საუბარი.
ტლანქი – უსუფთაო; უსუფთაოდ შექმნილი.
ტორი – მწყემსის დიდი ჯოხი.
ტუფი – ბოსტნის კვალი.
უებრო – უამხანაგო. ამჟამად: შეუდარებელი, განსაკუთრებული, არაჩვეულებრივი.
უკაცრავად – კაცთს უკადრისად. ამჟამად: მობოდიშების ერთ-ერთი ფორმა.
ულუფა – ა) გაკვეთილი; ბ) როჭიკი.
უპე – ჭიპი.
უი – „უარისყოფასა ცხად-ჰყოფს“ (საბა).
ურდო – მეფის ჯარი.
ურჯუკი – ურჯულო. ამჟამად: ძალიან ჯიუტი.
უსახური – „კეთილის უმოქმედო“ (საბა).
უჯმაჯური – „არს კვამლი ან ნისლი მხეცის მსგავსი“ (საბა).
ფარეში – რკინის ჭანჭიკი.
ფორიაქი – საქონლის დარბევა.
ქეჩო – ამოწეული კისერი.
ქენჯნა – გაგლეჯა.
ქიში – წადი.
ქოში – ერთი წლის ბოტი; თხა.
ქოჩორი – მრგვლად შეჭრილი თმა.
შაღავათი (შეღავათი) – უხმარი და ცუდი.
ძმადი – მაყარი.
ძუძუმტე – რძის მოზიარი.
წარმატება – საქმითა და სწავლით მატება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან