ნაცნობი სიტყვების უცნობი განმარტებები
ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 12.01
კატარი – ცუდი ფიჭვი.
კაშკაში – საამო სიცილი.
კაწაპი – ფეხსაცმლის ჩასაცმელი მაშველი.
კელარი – მეკუჭნავე.
კემსა – წვრილად დაჭრა.
კენჭები – კრიალოსანი.
კირკაჟი – ა) ძნელად გასაფცქვნელი; ბ) კირკიტი. ამჟამად: მოხარშული ამოულესავი ლობიო.
კლიტორი – ა) წვეულება; ბ) მასპინძლობა.
კოპი – ა) ტყავის ნახევი; ბ) მოუქნელი თასმა.
კორკოტანა – ბალბა.
ლაწირაკი – მოსათრეველი.
ლერწამი – სუნელი.
ლიანდაგი – სარჩულის საპირეზე მიკერება.
ლივლივი – ა) ნადირთა ხტომა; ბ) სიარული, სვლა.
ლითონი – ქანი.
ლიკლიკა – პატარა ქურციკი.
ლილია – ლამაზი.
ლიფლიფა – ფანარი.
მათე – მცირე ფოსო.
მაიმახი – ფეხმრუდი.
მალემწერალი – კომენტარი.
მალვა – „უცნაურად ქმნა“ (საბა).
მანაშა – შავი მჭადი.
მანდატური – ბოქაული, იასაული.
მანიაკი – თვალ-მარგალიტით შემკული საყელო.
მარაგი – თხელი ღრუბლით დაფარული ცა.
მარაქა – „ქალთა ჯარი ლხინში“ (საბა).
მარგი – დაკვალული ბოსტანი.
მარნეული – მარნას (ხეა) წვრილი ტოტები ვენახის ასაკრავად.
მატრაკვეცა – მხევლის მხევალი. ამჟამად: მეტიჩარა.
მაწაქი – ფურცელბრტყელი.
ნაბიჭვარი – ბუშის შვილი. ამჟამად: უკანონო შვილი, ბუში.
ნაკრაული – მახვილნაცემი.
ნაჭი – წენგო.
ნევროსი – სისხლმცირე ძარღვი.
ორმო – მიწის მთხრელი.
ორძილი – აღორძინება.
პრაწი – პირით წაკუილი.
რბევა – ჭენება.
რეჰანი – ქართულად: შაშპრა.
რთხმელა (ურთხმელი) – მურყანი.
რიკრიკა – მდინარის მოტანილი შეშა.
სათნოება – შუალედი (საშუალო) მეტობასა და ნაკლებობას შორის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან