ნაცნობი სიტყვების უცნობი განმარტებები
ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 22.12, 2023 წელი
ათრთოლება – შეძრწუნება.
ააყენე – აღადგინე.
ავაზაკი – ა) მზირი, ბ) მეკობრე.
ბლიკვი – მუშტი, რომელშიც ცერი სხვა თითებს ქვეშაა მოქცეული.
ბროჭი – ონკანი.
გარდაქარვა – გუბის ამოსხმა.
დაუნდობელი – ცრუ და მოღალატე.
ეკლესია – შესაკრებელი.
ზურნა – „სხვათა ენაა, ქართულად სტვირი ჰქვიან“ (საბა).
თავნება – გამრავლება.
იეფი (იაფი) – ა) გამცემელი და პურადი; ბ) არაძვირი; გ) უშურველი.
კასრი – სახლი.
კონჩოლი – პურის წვნიანი შეჭამანდი.
ლია – საფლობი ტალახი.
მარტვილი – ა) წამებული, ბ) ყმაწვილი, ჭაბუკი.
მაშმელი – ფუტურო.
მაჭაკალი (მაჭანკალი) – სიძვის (ბოზის) შუამავალი.
მოახლე – ახლოს მყოფი.
მუტრუკი – ვირის კვიცი.
ნატიფი – ნაზუქი.
ნაქმარი – ქმნილი.
ნიშატი – ხასიათი.
ნიჩაბი – სახვრეტელი.
ნობათი – ა) საყვირ-დაფი; ბ) რიგი.
პითონი – მისნობის ადგილი.
რუკა – შეწყობილი; მობმული.
სათუთი – დაუტუქსავად გაზრდილი.
საპონი – შესაზავებელი, განსაწმენდელი.
სარკე – მიჭვრიტანა.
სარკინოზი – სარას ძაღლი.
საყდარი – ა) სკამი; ბ) ტახტი.
საძირკვი – ქვეშმდებარე.
საწმისი – მატყლი.
საწოლი – ა) „სახლი საძილო“; ბ) მესაწოლე; ბ) ცხედარი.
საჭარბე – სასწორის აბრა; აბრა.
ტაბაკი – ხონჩა.
ტანტალი – ცუდი სიარული.
ტანჯვა – უმოწყალო, დაუზოგავი ცემა.
ტბორე (ტბორი) – ა) „ავი გუბე“ (საბა); ბ) წყარო.
უდიერი – ძალის დატანება სიტყვით თუ საქმით. ამჟამად: უხეში, თავხედი, უზრდელი, მოურიდებელი.
უზმა (უზმო) – „არა ეჭამოს“ (საბა). აქედან მომდინარეობს სიტყვა საუზმე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან