ვილაპარაკოთ ქართულად

ნაცნობი სიტყვების უცნობი განმარტებები

№48

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 08.12, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

არმუნჯი – უწყლო ღვინო.

არქი – 1) მთავარი, 2) წისქვილის თოხი.

არჯალი – ურცხვად ანჩხლი.

ასთაკვი – დუმიანი დიდი კიბორჩხალა.

ასპარეზი – სტადიონი, მინდორი.

ასპიროზი – აფროდიტე, მთიები, ცისკრის ვარსკვლავი.

ასტამი – 1) ცეცხლის საჩხრეკი, 2) ცომის მოსაფხეკი.

ასფალტო – „კლდიდამ და წყლიდან გამოვა, შავია, კუპრსა ჰგავს“ (საბა).

ბატონა – ქალი მეპატრონე, დედოფალი.

ბასტი – „როკვაი არს ფერხის ცემითა“ (საბა).

ბედითი – ცუდი.

ბუნბერაზი (ბუმბერაზი) – გმირი; ამჟამად: უზარმაზარი, ძალიან დიდი.

ბურნა – ღვინის ქინქლა.

გაბედა – „ბედზე მიაგდო“, ბედის ანაბარა მიატოვა.

გამდელი – მხევალთა უფროსი; მოგვიანებით: გამზრდელი, ძიძა.

განაჩენი – წერილი.

განცდა – დანახვა.

განძი მეფეთა – „ერთი წამალია“ (საბა).

დაბეჟა – სიკეთის მოშლა.

დაგება – შერიგება.

დაღრეჯა – დიდად მოწყენა.

დედაკაცი საერო – საჯაროდ მეძავი.

დედალოსი – ქრცვინი (ცხოველია).

დევატაფა – ღვინის დიდი სასმისი.

დიკტატორი, დიკტორი – ორი სამთავროს მფლობელი.

ეპისკოპოსი – „ყოველთა ზედა მხედველი“ (საბა).

ერისთავი – ჯარის უფროსი; ხანი.

ეტიკი – გზის მცოდნე.

ვარჯი – კაცის ქოჩორი.

ვეზირი (სპარსული) – ქართულად: განმზრახი.

ზანგელა – შავ-წითელი.

ზანდუკი – შესაკრებელი.

თითი – ხელის რტო.

იალკიალი – აქა-იქ ღრუბელი.

ილურსება – ცხენი საკბენად ემზადება.

კეფა – ხმელი ხის ქერქი.

კეცი – საჭურჭალე მიწა.

მაწაკი – „თმა ყურთ საფარი“ (საბა); იგივე ზილფი, წინამო.

მილი – ათასი.

მორთხმა – მშვილდის მოზიდვა.

მორფი – სახე.

ტაბლი – ნარდის ფიცარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა