ვილაპარაკოთ ქართულად

ნაცნობი სიტყვების უცნობი განმარტებები

№46

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 24.11, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აუგი –„სარცხვინველი“ (საბა).

აფრაკი – გამრუდებული ფიცარი.

ბაყალი – ხილი.

ბუასილი – სოკოს სენი.

ბულბული – ვარდის ჩიტი.

ზანგი – ყარაჩა.

ზონარი – თითით ნაქსოვი.

თელი – ღორის გოჭი.

კომენტარი – მალემწერალი.

ლიკანი – „თონეში ჩაყუდებული პური“ (საბა).

ლიმონი (ლიმონა, ლიმენა) – ნავსაყუდელი.

ლოყა – პირუტყვის ღაწვი.

ლუდი – ქერის თაფლუჭი.

ლილო – თოვლ-ჭრელი.

ლუსკუმა – მაღალი საფლავი.

მაგალითი – ანდაზა.

მანქანა (მანქანი) – ჭახრაკი.

მარჩბივი – ტყუპი ცხოველი.

მასპინძელი – სახლისა და ლხინის უფალი.

მაშია – ქალის ფეხსაცმელი.

მაწონი – წველა.

ნამუსი – ქართულად: პირისწყალი; არაბულად: რჯული.

ნარგიზი – სიბრძნე.

ფაიკი – შიკრიკი.

ქანი – ლითონი.

ქეშიკი – პირადი მცველი (სხეულის მცველი).

ღარიბი – უცხო.

ყამარი – ცთომილი.

ყდა – საქსოვის გასაბამი.

ყორჩიბაში – მსახურთუხუცესი.

ყიფი – ამაყი.

ჩაფარი – მალემსრბოლი.

ჩიორა – ქათამი.

ჩირგვი – ცუდი ბუჩქი.

ჩიჩვირი – სპილოს ხორთუმი.

ჩიჩქი – ჩრჩილი.

ციბრუტი – ფიცრის სახვრეტელი; ამჟამად: ბურღი (აქედან მომდინარეობს გამოთქმა „ციბრუტივით ტრიალებს“).

ცქერა – თვალის მიშტერება.

ხაფანგი – ქერქი.

ხუი – „სხვათა ენაა. ქართულად ავი ზნე, გინა ფხიკიანობა ჰქვიან“ (საბა).

ჯამაგირი – სარჩო წლიდან წლამდე.

ჯარა (ჯარა-ექიმი) – დასტაქარი; იგივე ქირურგი.

ჯერანი (ჯეირანი) – ქურციკი, გარეული თხა.

ჯინჯიხი – ძალიან ცხელი – მდუღარესა და თბილს შორის.

ჯიქურ – პირისპირ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა