ნაცნობი სიტყვების უცნობი განმარტებები
ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 27.10

ამჯერად გთავაზობთ უკვე დაკარგულ უძველეს ქართულ სიტყვებს, რომელთა ნაწილი სულხან-საბა ორბელიანმა შემოგვინახა და რომელთა ნაცვლად ჩვენს მეტყველებაში თურქული [თათრული–(საბა)] სიტყვები ისე მყარადაა დამკვიდრებული, რომ ჩვენი მკითხველების დიდ უმრავლესობას ისინი ქართული წარმოშობის ჰგონია. სამწუხაროდ, მათი აღდგენის იმედი პრაქტიკულად არ არსებობს, თუმცა ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს, მათი გაცნობა.
ამჯერადაც გაოცება გელით.
თურქულად (თათრულად) ქართულად
აბი – ქაშთაჯი.
აბრა – საჭარბე.
აზარფეშა – ნოღრათო.
ბარათი – ავრათი.
ბელადი – ეტიკი.
გულქანდა – მუღარბარა.
დარიჩინი – კასია.
ვარაყი – ქანდა.
ვარჯიში – სეფური.
ზარაფხანა – კროკო.
თარეში – მარბიელი.
თუშფალანგი – ხინჭო.
ილი – კაკულა.
კოდალა – ხეკოდა.
მაყალი – მასმორი და მანკანი.
მაშა – ტკეტი.
მაშხალა – ფაკლა (არ არის გამორიცხული, რომ
აქედან მომდინარეობს რუსული ôჭêåë).
მიხაკი – ყარამფილი.
მურაბა – ნარაჯი.
ნაიბი – მარზაპანი.
პილპილი – ფილფილი.
ფანარი – ლიფლიფა.
ფიჩინილ (თათრულად), მეიმუნ (სპარსულად)
– ყაპუზუნა (მაიმუნი).
ქაფი – პერი.
ქაფქირი – ქიტი.
ყალამი – ღინწი.
ყალბი – რიოში.
შარბათი – ავშარაჯი.
ჩაი – თერმონი.
ხალიჩა – ძოლო.
ხასიათი – ნიშატი.
ხაქანდაზი (აქანდაზი)– ფითხი.
ხაშხაში – ყაყაჩორა.
ჯაუზი (ჯავზი) – ხეხო.
ჯაყვა – ციღვი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან