შეაფასე შენი ინტუიცია
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 06.07

საოცარია, რამდენად ზუსტად აფასებს შინაგანი ინტუიცია ჩვენს გადაწყვეტილებებს. ჩვენი ესთეტიკური გემოვნება მჭიდროდ უკავშირდება ფსიქოლოგიურ თვისებებს და ხასიათის თავისებურებებს.
თუ გინდათ, გაიგოთ, თქვენ რომელ ტიპს მიეკუთვნებით — შემოქმედებითს, ანალიტიკურსა თუ არტისტულს? გაიარეთ ეს პატარა ტესტი: აირჩიეთ ზარდახშა და ნახეთ, რას გეუბნებათ ეს არჩევანი.
მოდური ყუთი
თუ თანამედროვე და ელეგანტური ნივთები გიზიდავთ, მაშინ შემოქმედებითი იდეებით ხართ სავსე. ინოვაციური ადამიანი ხართ. არ ებღაუჭებით წარსულს და არ გეშინიათ მოძველებული პრაქტიკის მიტოვების.
თქვენი სუპერძალა იმაში მდგომარეობს, რომ საგნებს სხვა პერსპექტივიდან უყურებთ. აზროვნების ორიგინალურობა კარგ მრჩევლად გაქცევთ. ერთფეროვანი რუტინა დეპრესიას გგვრით.
ხის ყუთი
პოლირებული ხის ზედაპირი მეთოდურ და პრაგმატულ ადამიანებს იზიდავს. თქვენ ანალიტიკური ადამიანი ხართ, რომელსაც სამყაროს მიმართ რეალისტური ხედვა აქვს. დეტალებს ზედმიწევნით აკვირდებით და ნებისმიერი ქმედების გეგმას წინასწარ განიხილავთ. ადვილად იღებთ კრიტიკასაც და აღიარებთ შეცდომებს.
წესრიგი თქვენთვის მნიშვნელოვანია როგორც სამსახურში, ასევე სახლში. კარგად ასრულებთ დავალებებს, რომლებიც მოითხოვს შეუპოვრობას და ლოგიკურ აზროვნებას. გამოირჩევით შრომისმოყვარეობით.
ანტიკვარული ყუთი
გამოხატვის თავისუფლება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დახვეწილი გემოვნება, ესთეტიკისადმი ლტოლვა და თვითგანვითარება თქვენი მთავარი მახასიათებლებია.
საერთოდ არ ხართ სნობი, მაგრამ აფასებთ კარგ კომპანიას, რომელთანაც შეგიძლიათ სერიოზულ საკითხებზე საუბარი. მარტო დარჩენილიც არასდროს იწყენთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან