ტესტები

ხასიათის მხარეები

№51

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 31.12, 2023 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ფსიქოლოგები ამბობენ, ხასიათის ბნელი და ნათელი მხარეები ადამიანს უნიკალურს, განსაკუთრებულს ხდისო. ზოგი ისეთ თვისებებს ავლენს, რომელიც სხვის თვალში კარგ და სასიამოვნო ადამიანად აჩენს, ვიღაც კი – პირიქით. თითოეულ ჩვენგანს აქვს ფარული თვისებები, რომლის არსებობას შეიძლება, თავადაც ვერ ვხვდებოდეთ.

თქვენი ხასიათის ფარული თვისებები რომ გაიგოთ, სურათზე ერთ-ერთი ხე უნდა აირჩიოთ. დიდხანს არ იფიქროთ. რამდენიმე წამი საკმარისია, რომ თქვენმა ქვეცნობიერმა თავი გამოააშკარავოს.

აირჩიეთ ხე? მაშინ წაიკითხეთ შედეგი.

პირველი ხე

ნაზი და მგრძნობიარე ბუნება გაქვთ. ასევე, კარგად განვითარებული ლოგიკა და მას წარმატებით იყენებთ. გარშემო მყოფები ქვეცნობიერად მოიწევენ თქვენკენ. იციან, რომ არ მოატყუებთ და არ უღალატებთ.

მეორე ხე

ღრმა და ძალიან ლამაზი შინაგანი ბუნება გაქვთ. ნამდვილი რომანტიკოსი ხართ, სიკეთისა და სამართლიანობის გჯერათ. ბუნებით ოპტიმისტს ნებისმიერ საქმეში შემოქმედებისა და არასტანდარტული მიდგომის გამოვლენა გიყვართ.

მესამე ხე

მოგწონთ მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა და მორცხვიც ნამდვილად არ ხართ. ადამიანს, რომელმაც ეს ხე აირჩია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აქვს. ქარიზმატულია და ნებისმიერი კომპანიის სული და გული.

მეოთხე ხე

თქვენგან კარგი ელჩი, ადვოკატი ან დიპლომატი გამოვიდოდა. ხალხთან ურთიერთობა კარგად გამოგდით. ნებისმიერთან საერთო ენას პოულობთ. მომთმენი, ტაქტიკური და გამჭრიახი ხართ.

მეხუთე ხე

საკუთარი თავისა და სხვების მიმართ ძალიან მომთხოვნი ხართ. ოჯახში თქვენთან ერთად ყოფნა მარტივი არაა. სამაგიეროდ, ნებისმიერ საქმეში თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს დებთ და ყოველთვის ბოლომდე მიგყავთ.

მეექვსე ხე

თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა – აი, თქვენი ორი ფარული, მაგრამ ნამდვილად დამახასიათებელი თვისება. ყველაფერში დიდ პასუხისმგებლობას იჩენთ. ახლობლებმა და ნათესავებმა იციან, რომ რაც უნდა მოხდეს, მათ არ უღალატებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული