ტესტები

აირჩიე და გაიგე როგორი ხარ

№4

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 04.02

ტესტი
დაკოპირებულია

ახალი წლის მთავარ სიმბოლოსაც შეუძლია, ბევრი გვიამბობს ადამიანის შესახებ. პასუხისმგებლობის ხარისხი, რომლითაც ადამიანები ნაძვის ხეს რთავენ, მათი ხასიათის ყველა ნიუანსს ავლენს. გამოცდილ ფსიქოლოგებს ნაძვის ხეზე თვალის ერთი შევლება ჰყოფნით, რომ მისი მომრთველის პიროვნული თვისებების შესახებ გვიამბონ. აირჩიეთ ნაძვის ხე და წაიკითხეთ შესაბამისი პასუხი.

1. ყველაფერში მისაბაძი ხართ

თუ პირველი ნაძვის ხე აირჩიეთ, თქვენი წარმატებებითა და ორიგინალური აზროვნებით გარშემო ბევრ ადამიანს შთააგონებთ. ისეთ ენერგიას ასხივებთ, რომელსაც ვერავინ შეეწინააღმდეგება და ხშირად ეს მიზნის მიღწევაში გეხმარებათ.

2. დაღლილი ხართ

მინიმალისტური ნაძვის ხის არჩევა არა მხოლოდ დახვეწილ გემოვნებაზე, არამედ დაღლილობაზეც მეტყველებს. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იმის ძალაც კი არ შეგრჩათ, რომ ნაძვის ხე სათანადოდ მოგერთოთ.

3. თქვენი ნდობის მოპოვება რთულია

თქვენ ყურადღებით ფილტრავთ თქვენს საახლობლო წრეს და პრაქტიკულად არ უშვებთ ახალ ადამიანებს თქვენს ცხოვრებაში. ზოგჯერ ეს სასარგებლოა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთი იზოლაცია „ცუდ სამსახურს გაგიწევთ“. შეეცადეთ, მოდუნდეთ და თავიდან ამოიგდოთ ის აზრი, თითქოს ირგვლივ არავინაა სანდო.

4. შრომისმოყვარე ხართ

შრომისმოყვარეობა იშვიათი თვისებაა, რომელსაც დღეს ცოტა თუ ფლობს. ამ თვისების წყალობით ბევრს მიაღწევთ, მაგრამ არც ხარისხიანი დასვენების შესახებ უნდა დაივიწყოთ – ამის გარეშე მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ.

5. ეგოისტის ნიღაბი, რომელიც თქვენ გაქვთ მორგებული, ბევრ რამეს მალავს

ადამიანები ხშირად გიბრაზდებიან იმის გამო, რომ სიმართლეს ეუბნებით ან თხოვნის შესრულებაზე უარით პასუხობთ. შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ სნობი და ეგოისტი ხართ, მაგრამ სინამდვილეში იცით, პრიორიტეტები სწორად როგორ გაანაწილოთ და პირადი საზღვრები დაიცვათ.

6. გამორჩეულად მზრუნველი ხართ

თქვენ ყველაფერი გახსოვთ თქვენი მეგობრებისა და ოჯახის წევრების შესახებ – გახსოვთ ყველას დაბადების დღე, მათი საყვარელი კერძი, შინაური ცხოველების სახელები და მრავალი სხვა დეტალი მათი ცხოვრებიდან. ამით არა მხოლოდ თქვენს ყურადღებას აგრძნობინებთ, არამედ იმასაც „ეუბნებით“, რომ თითოეული მათგანი თქვენთვის მნიშვნელოვანია. ეს თქვენი გამორჩეული უნარია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი