თბილისში მოზარდთა შორის ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის ფარიკაობის ტურნირი გაიმართა
ავტორი: „თბილისელები“ 15:05 16.04, 2021 წელი

2021 წლის 10-11 აპრილს, ვაკის საფარიკაო დარბაზში მსოფლიო ჩემპიონის, ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის ტრადიციული ტურნირი ფარიკაობაში ორ ასაკობრივ ჯგუფში - 2009-2010 და 2007-2008 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ჭაბუკებს შორის ჩატარდა : ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, აჭრის, აფხაზეთის, სპორტული კლუბი აჭარის და სპორტული კლუბი ბასას ნორჩმა მოფარიკავეებმა. საერთო ჯამში 100-ზე მეტმა ნორჩმა მოფარიკავემ იასპარეზა ტურნირში.
ტურნირის ჩემპიონები გახდნენ:
დაშნა ვაჟები
2009-2010 წლები დანიელ ტარასკინი- აჭარის კლუბი
2007-2008 წლები ლუკა კუბლაშვილი-თბილისი
დაშნა გოგონები
2009-2010 წლები სალომე ნეფორტუნოვა-სპორტული კლუბი აჭარა
2007-2008 წლები ბარბარე მებუკე-თბილისი
ალექსანდრა კუაევა-აჭარა
რაპირა გოგონები
2009-2010 წლები -ქეთი მელაძე-თბილისი
2007-2008 წლები-ლიზა თაყაიშვილი-თბილისი
რაპირა ჭაბუკები
2009-2010 წლები ანდრია ყიფიანი - ქუთაისი
2007-2008 წლები დაჩი ჯაფარიძე-თბილისი
ხმალი ვაჟები
2009-2010 წლები საბა გოგოხია-თბილისი
2007-2008 წლები - დათო ჯიმშელეიშვილი - ქუთაისი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან