სპორტი

აჭარაბეთის სპორტული ნაკრები

ავტორი: „თბილისელები“ 17:11 12.07, 2023 წელი

აჭარაბეთის სპორტული
ნაკრები
დაკოპირებულია

აჭარაბეთი ქართული სპორტის მთავარი გულშემატკივარი და მხარდამჭერია. კომპანია წლებია, ზრუნავს ქართული სპორტის პოპულარიზაციაზე, გვერდში უდგას ქართველ სპორტსმენებს, თავისი წვლილი შეაქვს მათთვის საუკეთესო პირობების შექმნაზე და ეხმარება კარიერულ განვითარებაში.

აჭარაბეთი ამაყობს, რომ ჰყავს სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელი ამბასადორები. ინდივიდუალური სპორტსმენები და გუნდები/ნაკრებები, რომლებიც უყვარს ქართველს გულშემატკივარს და რომლებიც აჭარაბეთის სპორტულ ნაკრებში ერთიანდებიან.

„აჭარაბეთის სპორტული ნაკრები, ჩვენ ერთი გუნდი ვართ - გვერდში ვუდგავართ, ვგულშემატკივრობთ, ვამხნევებთ ერთმანეთს - და გვჯერა, რომ თითოეულის გამარჯვება ყველას გამარჯვებაა. აჭარაბეთის სპორტულ ნაკრებში, ქართული სპორტის საუკეთესო წარმომადგენლები, ერთ გუნდად არიან შეკრული.

ჩვენს ნაკრებში ყველა თანასწორია, იქნება ეს აქტიური წარმატებული ათლეტი, ქართული სპორტის ლეგენდა თუ ახლად აღმოჩენილი ტალანტი.სპორტსმენები და სპორტული გუნდები, ერთი მიზნით ერთიანდებიან - განვავითაროთ ქართული სპორტი და გუნდურად მივაღწიოთ მეტ გამარჯვებას.

ჩვენ გვინდა, საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს აჭარაბეთის სპორტული ნაკრების წევრები - ადამიანები, რომლებმაც საქართველო უკვე ბევრჯერ ასახელეს და რომლებიც ჩვენთვის საამაყოები არიან. წინ უამრავი მნიშვნელოვანი ტურნირი თუ შეჯიბრება გველის და ჩვენც ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს, რომელსაც ჩვენი ნაკრების წევრებთან ერთად განვახორციელებთ. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს“, - განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა ნინი გუჯაბიძემ.

აჭარაბეთის სპორტული ნაკრები:

✅ ირმა ხეცურიანი

✅ ნინა თიბილაშვილი

✅ გვანცა ზადიშვილი

✅ გენო პეტრიაშვილი

✅ გურამ თუშიშვილი

✅ ლაშა შავდათუაშვილი

✅ ტატო გრიგალაშვილი

✅ ეთერ ლიპარტელიანი

✅ ვაჟა მარგველაშვილი

✅ სანდრო ბაზაძე

✅ რომან დოლიძე

✅ მერაბ დვალიშვილი

✅ გიგა ჭიკაძე

✅ შოთა არველაძე

✅ საქართველოს კალათბურთის ნაკრები

✅ საქართველოს წყალბურთის ნაკრები

✅ თბილისის დინამო

აღსანიშნავია, რომ აჭარაბეთი ქართული სპორტის დიდი ქომაგი და მხარდამჭერია. კომპანია სპორტსმენებთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს, ატარებს ღონისძიებებს, აქვს მუდმივი კომუნიკაცია სიახლეებზე, ეხმარება სპორტსმენებს როგორც ფინანსურად, ასევე, მათი სპორტის სახეობის პოპულარიზაციაში.

საქართველოში სპორტი გამორჩეულად გვიყვარს. ქართველ სპორტსმენებს ჩვენიანებად მივიჩნევთ, მათ წარმატებას კი საკუთარ გამარჯვებად აღვიქვამთ.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი