„ეს სამკაული -S Samkauli“– იტალიური ბრწყინვალება თქვენი სრულყოფილებისთვის
ავტორი: „თბილისელები“ 15:39
საკუთარი, თუნდაც, მცირე საქმიანობის დაწყება ხშირად დიდ გამბედაობას მოითხოვს, ეს ნაბიჯი სოფიკო ჭელიძემ 3 წლის წინ გადადგა და ასე შექიმნა ონლაინ მაღაზია „ეს სამკაული -S Samkauli“, რომელმაც დროთა განმავლობაში უამრავლი ქალბატონი დაამშვენა.
უმაღლესი ხარისხის ვერცხლის სამკაულების ძალიან დიდი და ორიგინალური არჩევანი „ეს სამკაული - S Samkauli“-ს გვერდზე დაგხვდებათ, შესაძენად უმარტივეს გზას გაივლით, თქვენამდე მოსული სამკაულის სილამაზე კი აუციულებლად აღგაფრთოვანებთ.

სოფიკო ჭელიძე: იურისტი ვარ პროფესიით და წლების განმავლობაში ჩემს სპეციალობით ვმუშაობდი. თუმცა, როცა დედა გავხდი, გადავწყვიტე სამსახურიდან წამოვსულიყავი და საკუთარი საქმე დამეწყო. დიდხანს არ მიფიქრია — სამკაულები ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ონლაინ მაღაზიის შექმნა, რომელიც თავდაპირველად მცირე მასშტაბის იყო. საქმიანობა მეუღლესთან ერთად დავიწყე და დღემდე ის ჩემი
მთავარი მხარდამჭერია ამ გზაზე. ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებოდით, ვზრდიდით ასორტიმენტს, ვსწავლობდით ბაზარს და ვცდილობდით თითოეული მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გამოცდილება შეგვექმნა. დღეს ჩვენი ონლაინ მაღაზია უამრავ მომხმარებელს ემსახურება — არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ეს გზა ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი არ არის — ეს არის სიყვარული საქმისადმი, ოჯახური მხარდაჭერა და მუდმივი განვითარება.
–რა ტიპის სამკაულები გაქვთ გაყიდვაში?
-ჩვენს კოლექციაში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ვერცხლის ნაკეთობები — ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები და ყელსაბამები. თითოეული სამკაული ჩემი პირადი გემოვნებით არის შერჩეული. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნივთი იყოს ორიგინალური, დახვეწილი და განსხვავებული — ისეთი, რომელიც ქალის ინდივიდუალობას
გამოკვეთს.ჩვენი ნაკეთობები იტალიური წარმოებისაა და გამოირჩევა მაღალი ხარისხით — სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ნიშა და ის, რაც განასხვავებს ბაზარზე.თვლების მიმართულებით ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ცირკონებსა და მუასონიტებს, რომლებიც გამოირჩევა ბრილიანტისებრი ბრწყინვალებითა და გამძლეობით.
სამომავლოდ ვგეგმავთ ბუნებრივი ქვების დამატებასაც, რათა ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და გამორჩეული არჩევანი შევთავაზოთ
–ხარისხის კონტროლს ახორციელებთ?
-თითოეული სამკაულის შერჩევაში დიდ დროსა და ენერგიას ვდებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო პროდუქტი სრულად შეესაბამებოდეს ჩემს მოთხოვნებსა და ესთეტიკურ ხედვას. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ მიღებული ნაკეთობა ზუსტად იდენტური იყოს შერჩეულ ნიმუშთან. სწორედ ამიტომ ხარისხის კონტროლს აქტიურად და მუდმივად ვახორციელებთ. წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ ერთსა და იმავე ქარხანასთან, რაც გვაძლევს სტაბილურობისა და ნდობის საფუძველს. ჩვენს პარტნიორობას საფუძვლად უდევს პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და საერთო სტანდარტები ხარისხის მიმართ.
-„ეს სამკაული -S Samkauli“ ხშირად აოცებს მომხმარებლებს, რომლებიც ფოტოს მიხედვით იძენენ ნივთს და მათთან მისული, ბევრად უფრო ლამაზი და ეფექტური აღმოჩნდება ხოლმე...
-ჩვენი მთავარი მიზანია მაქსიმალურად გავამართლოთ მომხმარებლის მოლოდინი — და შეძლებისდაგვარად, გადავაჭარბოთ კიდეც მას. ხშირად ვიღებთ შეტყობინებებს, რომ ადგილზე მიღებული სამკაული მოლოდინზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა. სწორედ ასეთი შეფასებები გვაძლევს ყველაზე დიდ მოტივაციას და გვარწმუნებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. მომხმარებლის კმაყოფილება ჩვენთვის უბრალოდ შედეგი არ არის — ეს არის მთავარი ღირებულება, რომლისთვისაც ყოველდღიურად ვშრომობთ.
–შეძენის და მიწოდების პროცესი როგორ ხორციელდება?
-შეძენა ხდება ონლაინ, სამკაულების არჩევა შესაძლებელია ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და შეკვეთის გაფორმების შემდეგ მიწოდება თბილისის მასშტაბით იმავე დღეს ხდება ხოლო რეგიონებში 2–3 სამუშაო დღეში. აქტიურად ვაგზავნით შეკვეთებს უცხოეთშიც.
–როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
-სამომავლო გეგმებში მაქვს გაფართოება, მინდა სტენდის სახით ვიყოთ წარმოდგენილი, რაც ადგილზე დათვალიერების და არჩევის შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მომხმარებლებს.
Facebook: ეს სამკაული – S Samkauli
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





