ელექტრო სედანმა IM5-მა Euro NCAP-ის ტესტში 5 ვარსკვლავი დაიმსახურა
ავტორი: ეკო ტატულაშვილი 17:37
ქართულ ბაზარზე ელექტრომობილების მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება. ამ ტენდენციას აქამდე ძირითადად ელექტრო ავტომობილების ხელმისაწვდომი ფასი განაპირობებდა, დღეს კი ამას უსაფრთხოების ფაქტორიც ემატება, რადგან IM Motors-ის ელექტრო სედანმა, IM5-მა, Euro NCAP-ის 2025 წლის მკაცრ გამოცდაში უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა.
Euro NCAP მსოფლიოში უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და ავტორიტეტულ სტანდარტად მიიჩნევა. მის უმაღლეს ნიშნულს მხოლოდ ის ავტომობილები აღწევენ, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების ტესტებს ყველა მიმართულებით წარმატებით აბარებენ. თავად პრემიუმ ელექტრო ავტომობილემის ბრენდი IM Motors-ი კი ავტოგიგანტ SAIC Motor-ის, ტექნოლოგიური ლიდერის, Alibaba Group-ისა და Zhangjiang Hi-Tech-ის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა, რაც ამ მოდელის საიმედოობასა და ხარისხზე მეტყველებს.
როგორია IM5-ის უსაფრთხოების ტესტების შედეგები?
Euro NCAP-ის შეფასებით, ელექტრომობილმა ოთხივე ძირითად მიმართულებაში მაღალი შედეგები აჩვენა. კერძოდ:
- ზრდასრული მგზავრების უსაფრთხოება: 89%
- ბავშვების დაცვა: 85%
- ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება: 85%
- დამხმარე სისტემების მუშაობა: 87%
პირდაპირი შეჯახებისას სალონის კონსტრუქციამ სიმყარე სრულად შეინარჩუნა, გვერდითი დარტყმისას კი ავტომობილმა მაქსიმალური ქულები მიიღო. შთამბეჭდავი შედეგების წყალობით, ელექტრო სედანი IM5 ისეთ პრემიუმ ელექტრო ავტომობილებს შორის მოიაზრება, როგორებიცაა Mercedes-Benz და Tesla.
რა ტექნოლოგიური მახასიათებლები განაპირობებს ამ შედეგებს?
ავტომობილის კორპუსი ფოლადისა და ალუმინის შენადნობით არის დამზადებული. შეჯახებისას წინა და უკანა ნაწილები დარტყმის შედეგად გამოთავისუფლებულ ენერგიას სრულად შთანთქავს, სალონი კი დაუზიანებელი რჩება. ამასთანავე, ელექტრომობილი აღჭურვილია ავტონომიური საგანგებო დამუხრუჭების თანამედროვე სისტემით (AEB). აღნიშნულმა ტექნოლოგიამ ტესტირებაზე სხვა მანქანების, ქვეითებისა და ველოსიპედისტების დროულად ამოცნობისთვის მაღალი შეფასება დაიმსახურა.
პრემიუმ კლასის ელექტრომობილს ბამპერში ჩაშენებული სენსორები ქვეითთან შეხებისთანავე ტექნოლოგია ძრავის სახურავს მაღლა სწევს, რაც ადამიანს თავის არეში მძიმე დაზიანებისგან იცავს. შესაძლო ავარიის დროს კი უსაფრთხოებაზე eCall სისტემა ზრუნავს, რომელიც საგანგებო სამსახურებს შეტყობინებას ავტომატურ რეჟიმში უგზავნის.
სად და რა პირობებით შეგიძლიათ IM5-ის შეძენა საქართველოში?
საქართველოში ბრენდის ოფიციალური პარტნიორი IM Motors Georgia გახლავთ. შოურუმში ელექტრომობილი სამი სხვადასხვა კომპლექტაციით არის წარმოდგენილი:
- 75 კვტ.სთ მოცულობის ბატარეით აღჭურვილი უკანამძრავიანი ვერსია;
- 100 კვტ.სთ მოცულობის ბატარეით აღჭურვილი უკანამძრავიანი ვერსია;
- 100 კვტ.სთ მოცულობის სრულამძრავიანი ვარიანტი პნევმატური დაკიდებით.
თითოეულ მოდელზე, მათ შორის ელემენტსა და ძრავზე, 6 წლიანი ან 190 000 კილომეტრის გარბენის ქარხნული გარანტია ვრცელდება. მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის კომპანიას თბილისში საკუთარი სერვისცენტრიც აქვს. ადგილზე ის ტექნიკოსები მუშაობენ, რომელთაც კვალიფიკაცია უშუალოდ მწარმოებლის ქარხანაში აქვთ ამაღლებული.
ტესტირების შედეგები ნათლად ადასტურებს, რომ IM5, როგორც ელექტრო ეკონომიური სედანი, უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. მოდელის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს immotors.ge ან ესტუმროთ შოურუმს, რომელიც ბელიაშვილის 131-ში მდებარეობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





