„ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია“ – პროფესიული განათლების ძლიერი კერა საქართველოში
ავტორი: „თბილისელები“ 01:40

სოფიო მაჭარაშვილი ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისთვისაც თვითგანვითარებაზე ზრუნვა, წა რმატების კვალდაკვალ გადადგმული ნაბიჯები და სიახლეების ძიება ყოველდღიურობის ნაწილია. მამის შექმნილ წარმატებულ საგანმანათლებლო სივრცეში გადადგმული პირველი ნაბიჯები დიდი, დამოუკიდებელი, წარმატებული კარიერის საწყისი იყო. ოჯახური ბიზნესიდან გამოყოფა და სრულიად დამოუკიდებლად ახალი, საკუთარი საგანმანათლებლო კერის შექმნა გადაწყვიტა და წარმატებამაც არ დააყოვნა.
სოფიო მაჭარაშვილი: 1992 წელს მამამ დააფუძნა სასწავლო კოლეჯი „ორიენტირი“, სადაც მე, ჯერ კიდევ სტუდენტმა, დავიწყე მუშაობა. თავდაპირველად, ორგანიზაციული საკითხების მოგვარებით ვიყავი დაკავებული, როცა უკვე ექიმი პედიატრის კვალიფიკაცია მომენიჭა, მედდის საქმის პროგრამის პედაგოგად გავაგრძელე მუშაობა, უფრო კონკრეტულად, პედიატრიის თეორიულ კურსს ვუკითხავდი სტუდენტებს. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და დღეს უკვე პროფესიულ განათლებაში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება მაქვს. სტუდენტებთან ურთიერთობას უდიდესი ხიბლი აქვს, ამ მიმართულებით ვიპოვე საკუთარი თავი და უარი ვთქვი პრაქტიკოს ექიმობაზე. დღეს მე ჩემ მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო სივრცეს ვუდგავარ სათავეში.
მამამ თავის დროზე ჩემში ლიდერის თვისებები დაინახა, მენდო და ჩემი მხრივ, იმედები გავუმართლე. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ გაკვალულ გზაზე დავდექი, თუმცა, შევძელი ამ გზაზე დამოუკიდებლად გამეგრძელებინა სვლა.
– თავად რა ეტაპზე გადაწყვიტეთ საკუთარი კოლეჯის დაფუძნება?
– მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო სფეროში გარკვეული გამოცდილება დავაგროვე, გადავწყვიტე, საკუთარი კოლეჯი დამეფუძნებინა. 2014 წელს დავაფუძნე კოლეჯი – „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია“ და ამ წლების განმავლობაში დიდი წარმატებით ვახორციელებთ სასწავლო პროცესს. ჩვენს წარმატებაზე მეტყველებს სწავლის მსურველთა გამორჩეულად დიდი მომართვიანობა, ვისაც მაღალი ხარისხის ცოდნის შეძენა სურთ, იციან, რომ სწორედ ჩვენს კოლეჯს უნდა მოაშურონ, აკადემია მათ იმედებსა და მოლოდინებს ყოველთვის ამართლებს. დღეს კოლეჯს აქვს სამი საკუთარი კეთილმოწყობილი შენობა, ასევე ვფლობთ საერთაშორისო ISO 9001:2015 ხარისხის სერტიფიკატს.
– გასულ წელს საჩხერეში გახსენით კიდევ ერთი ფილიალი, რატომ ეს რეგიონი და როგორ გაამართლა ახალმა ფილიალმა?
– ჩვენ წარმოშობით საჩხერედან ვართ და ჩემი კუთხის სიყვარულმა გადამაწყვეტინა ჩემს რეგიონში კოლეჯის გახსნა. მამა ინჟინერია და საჩხერის კოლეჯის მშენებლობას ის უწევდა ორგანიზებას, რა თქმა უნდა, ჩემი უშუალო ჩართულობით. ერთ წელიწადში ავაშენეთ გრანდიოზული შენობა, გავარემონტეთ და აღვჭურვეთ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარით. გვაქვს კომფორტული, თანამედროვე სტანდარების შესაბამისი შენობა, ინკლუზიური მიმართულების სტუდენტებისთვის ადაპტირებული გარემო. გავიარეთ ავტორიზაცია ქვეყნისთვის პრიორიტეტულ პროგრამებზე, რომლებზეც სრულად შეივსო ადგილები.
– რა პროგრამებზე გაქვთ მიღება?
– ჩვენი კოლეჯები თბილისსა და საჩხერეში ახორციელებს სადიპლომო და მოკლევადიან სასერთიფიკატო პროგრამებს პრიორიტეტული მიმართულებებით. სახელმწიფომ ჩაატარა ბაზრის კვლევა, რის საფუძველზეც დასახელდა შრომის ბაზრისთვის საჭირო პროგრამები,რაც სრულად ფინანსდება. სწორედ ასეთ პროგრამებზე შეგიძლიათ, ისწავლოთ ჩვენს კოლეჯში.
1. შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები;
2. საექთნო განათლება;
3. აღმზრდელი;
4. რკინაბეტონის სამუშაოთა შემსრულებელი;
5. ელექტროობა;
6. საბაჟო საქმე;
7. ინფორმაციის ტექნოლოგია.
რკინაბეტონის სამუშაოთა შემსრულებლის მიმართულება გვაქვს დუალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლების პარალელურად, საწარმოში მუშაობენ და სტიპენდიის სახით იღებენ ჰონორარს.
ასევე გვაქვს ინტეგრირებული პროგრამები, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაზო განათლების დამთავრების შემდეგ ჩვენთან მოსული სტუდენტი 2 წლის შემდეგ იღებს დიპლომს, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და კუსდამთავრებულს შეუძლია, ჩვენი დიპლომით სწავლა გააგრძელოს უმაღლეს სასწავლებელშიც და დასაქმდეს ჩვენთან გავლილი პროფესიული მიმართულებითაც. ფაქტობრივად, ამ დიპლომს ორმაგი ძალა აქვს, ის ადასტურებს სკოლის დამთავრებასაც და პროფესიულ განათლებასაც.
ამჟამად ვმუშაობთ სამ ახალ ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებზეც შემოდგომაზე გვექნება მიღება:
1. ტვირთების ექსპედირება (ინტეგრირებული/არაინტეგრირებული);
2. ადმინისტრაციული სერვისები (ინტეგრირებული/არაინტეგრირებული);
3. Front and დეველოპმენტი (ინტეგრირებული/არაინტეგრირებული).
სასწავლო პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები იღებენ ორენოვან, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომებს. კოლეჯის სპეციალობების დეტალურად ნახვა შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე: BTA.EDU.GE
– გარდა დაფინანასებისა, სახელმწიფოს მხრიდან, ასევე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა...
– გასულ წელს საჩხერეში გვესტუმრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, პარლამენტის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატი, რაც დიდი პატივია ჩვენთვის. ხოლო ახლახან 24 მარტს ვუმასპინძლეთ პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრებს, თითქმის სრული შემადგენლობით. მათ ჩვენთან ჩაატარეს პარლამენტის განათლების კომიტეტის გასვლითი სხდომა, აღფრთოვანებული დარჩნენ ჩვენი შენობით და მადლობა გადაგვიხადეს, რომ ჩვენი საკუთარი რესურსით დავაფუძნეთ პროფესიული განათლების კერა საჩხერეში, რაც რეგიონისთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. მსგავსი ვიზიტები დიდი მოტივაციაა ჩვენთვის.
დღეს ჩვენს ქვეყანაში პროფესიული განათლება ჯერ კიდევ სტიგმატიზებულია და მეტი პოპულარიზაციისთვის მსგავსი ნაბიჯები სჭირდება. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა 80 პროცენტით დამოკიდებულია ისეთ სპეციალობებზე, რომლებსაც ჩვენი კოლეჯები ვამზადებთ.
– მოკლევადიან სასერთიფიკატო პროგრამებზე სწავლა უფასოა?
– ეს პროგრამებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. კერძოდ, ჩვენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გვაფინანსებს. ეს პროგრამები მოკლევადიანია, მოქნილია და გათვლილია ზრდასრულებზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დასაქმებულ ადამიანებს მოკლე ვადაში, პარალელურად, შეუძლიათ დაეუფლონ ახალ პროფესიებს, დასაქმდნენ ახალი მიმართულებით ან გამოიყენონ თავიანთ ძირითად საქმიანობაში და კიდევ უფრო განვითარდნენ კარიერულად, ეს გახლავთ 2 და 3-თვიანი პროგრამები, სადაც, ასევე, გაიცემა ორენოვანი, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები.
– როგორ ხდება სტუდენტების მიღება?
– სადიპლომო პროგრამებზე აქ ორი სახის მიღება გვაქვს: გარკვეულ პროგრამებზე მოსახვედრად ტარდება მოტივაციური გასაუბრება კოლეჯში, ხოლო მეხუთე დონის პროგრამებზე მოსახვედრად – როგორიცაა საექთნო, საბაჟო, შრომის უსაფრთხოება და აღმზრდელები, ბარდება პროფესიული ტესტირება გამოცდების ეროვნულ ცენტრში. რაც შეეხება მოკლევადიან პროგრამაში ჩართვის მსურველებს, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიბრძანდნენ დასაქმების ხელშეწყობის სერვისცენტრებში, სადაც გასაუბრების საფუძველზე მოხდება მათი რეგისტრაცია. გასაუბრება ემსახურება სწავლის მსურველების მოტივაციის დადგენას.
– როგორი სტატისტიკა არსებობს დასაქმების კუთხით?
– ბიზნესი თავად გვიკავშირდება და გვთხოვს კადრებს, რაც ძალიან კარგი პრაქტიკაა. ჩვენი პროგარმების კურსდამთავრებულთა 85 პროცენტი დასაქმებულია.
– რა როლი უკავია ოჯახს თქვენი კარიერული განვითარების გზაზე?
– როგორი ძლიერი და დამოუკიდებელიც არ უნდა იყო, დგება მომენტები, როცა ახლობლების გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, საბედნიეროდ, მე ასეთი ოჯახის წევრებით დამაჯილდოვა ღმერთმა.
ჩვენი საკონტაქტო ტელეფონი: 574 00 80 80
სიახლეები ამავე კატეგორიიდან