ხაჭოსა და ვაშლის 9-დღიანი დიეტა და მინუს 8-9 კილოგრამი
ავტორი: ანი რევია 11:00 29.03, 2021 წელი

სწრაფი და მარტივი დიეტა ,,თბილისელებისგან" 👇
ხაჭო და ვაშლი – ეს ორივე პროდუქტი შესანიშნავად ანაყრებს. ვაშლი შეიცავს პექტინსა და უჯრედისს, რაც ეფექტურად ავსებს კუჭს. ხაჭო კი ცილების სრულფასოვანი წყაროა.
დიეტა გათვლილია 9 დღეზე და ამ პერიოდში 8-9 ზედმეტი კილოგრამის მოცილებაა შესაძლებელი. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შედეგის შესანარჩუნებლად, როგორც მინიმუმ, 2 თვე სწორად უნდა იკვებოთ – მიიღოთ დაახლოებით 1 200-1 500 კილოკალორიაზე გათვლილი საკვები, ცილების მაღალი შემცველობით, შეამციროთ ტკბილეული და ცომელული. გარდა ამისა, რეკომენდებულია კვირაში ერთხელ განმტვირთავი დღის მოწყობა, მხოლოდ ხაჭოთი და ვაშლით.
✔️პირველი სამი დღე – მხოლოდ ვაშლი, დღეში 1,5 კილოგრამი ან ნახევარი კილოგრამი ვაშლი და 1 ლიტრი ვაშლის წვენი. თუ ახალი ხილი არ გიყვართ, შეგიძლიათ, მოამზადოთ ვაშლის უშაქრო პიურე ან გამოაცხოთ აირღუმელში დარიჩინთან ერთად. გაყავით დღიური ნორმა 3 ნაწილად და მიირთვით საუზმეზე, სადილად და ვახშამზე;
✔️შემდგომი სამი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ მხოლოდ ხაჭო (2%-იანი), დღეში – 400 გრამი. ხანდახან დასაშვებია ნახევარი ლიტრი 1%-იანი კეფირის დამატება. ხაჭოს დღიური რაოდენობაც, ვაშლის ანალოგიურად, 3 ნაწილად გაყავით;
✔️შემდეგი სამი დღე ითვალისწინებს კოქტეილების მომზადებას: 1 ვაშლი და 150 გრამი უცხიმო ხაჭო, ბლენდერით დააქუცმაცეთ. მიიღეთ ეს კოქტეილი დღეში 3-ჯერ საუზმეზე, სადილად და ვახშამზე. დღეში 2-ჯერ შეგიძლიათ ვაშლიც მიირთვათ.
ეს დიეტა მხოლოდ თვეში ერთხელ უნდა დაიცვათ, დანარჩენ დროს სწორად იკვებეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან