ბრინჯის უნიკალური დიეტა და წონაში კლება ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე
ავტორი: ანი რევია 16:00 12.12, 2020 წელი

ბრინჯის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. მას აქვს უნიკალური თვისებები – გაწმინდოს ორგანიზმი შლაკებისგან და გამოდევნოს მისგან ზედმეტი კილოგრამები.
ამ დიეტით, რომელიც 5 დღეზეა გათვლილი, 3-5 ზედმეტი კილოგრამის მოცილებაა შესაძლებელი. ბრინჯის დიეტა, ასევე, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. გარდა ამისა, აქვს დეტოქს-ფუნქციაც და თავს ბევრად მხნედ იგრძნობთ.
👉საკვები დღეში მხოლოდ 2-ჯერ უნდა მიიღოთ. ერთ-ერთი მათგანი მოხარშული ბრინჯისგან შედგება, მეორე კი – ზღვის პროდუქტებისგან, ან მოხარშული ან გრილზე მომზადებული თევზისგან.
👉გაითვალისწინეთ, რომ ბრინჯისა და ზღვის პროდუქტების არევა არ შეიძლება: მაგალითად, თუ დილით თევზის ფილეს ულუფა მიირთვით, დღის მეორე ნახევარში უნდა ჭამოთ ბრინჯი ან პირიქით.
👉 დიეტის განმავლობაში შეგიძლიათ, დალიოთ მწვანე ჩაი – დღეში 4 ჭიქა და წყალი – ჭამამდე 30 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ – 1,5 საათში.
👉რეკომენდებულია ბრინჯის ღამით ჩალბობა წყალში, ფერმენტაციისთვის. გაითვალისწინეთ, ზღვის პროდუქტებსა და ბრინჯს მარილი და კარაქი არ უნდა დაამატოთ.
👉 თუ ძალიან მოგშივდათ, შეგიძლიათ, მიირთვათ ჩირი.
სულ ესაა, რაც თქვენ ორგანიზმს სასიკეთოდ წაადგება – გაწმენდთ მას და ზედმეტ კილოგრამებსაც წარსულს ჩააბარებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან