პოლიტიკა

ინტერესგადაფსკვნილები

№9

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 07.03, 2023 წელი

ინტერესგადაფსკვლინელი
დაკოპირებულია

ანუ პოლიტიკური კუდები...

რაკი რფ მინდვრის თაგვივით მარტოა დარჩენილი ამ დედამიწაზე (ცხადია, ვითარება მყისვე შეიცვლება, თუ ომში წარმატებას მიაღწია, მაგრამ ეს მაინც სათუო საქმეა), ბუნებრივია, ევროპის უკანასკნელ დიქტატორად შერაცხული ლუკაშენკო (მას ამ ბოლო დროს ლუკაშენკად მოიხსენიებენ, მაგრამ მე მაინც მისი გვარის გამოთქმის ძველ ვერსიას „მივაწვები“, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ არ მიწყენთ) „დაქიჩმაჩებულია“ (რაც, სულაც, არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ, როცა პუტინის მზე ჩაესვენება, მისიც კუდში მიჰყვება). აქედან გამომდინარე კი, თვით ასლან ბჟანიაც კი მიიპატიჟა მინსკში (თავის მხრივ, ბჟანიას მოტივებიც გასაგებია: მოსკოვი ისე აქტიურადაც ვერ ეხმარება, ამიტომ სხვა გზაც არ აქვს, პუტინსა და მის მეგობრებს უნდა მიეტმასნოს) და ფრიად გაიკვირვა კიდეც, საქართველოში რომ ეს არ მოგვეწონა, საქართველოს ხელისუფლება რატომღაც მძაფრად რეაგირებს ჩვენს შეხვედრებზეო (არც ღირსებია უკეთესთან შეხვედრა).

თუმცა არც საქართველოს შიდა პოლიტიკური მოვლენები დარჩენია ყურადღების მიღმა. ლუკაშენკო-ლუკაშენკას ციტატას მოვიშველიებ: „ვაკვირდები, როგორ ვითარდება მოვლენები სააკაშვილთან დაკავშირებით... ეს არ გამოიყურება წესიერად, მაინც პრეზიდენტი იყო.“

დღესავით ნათელია, რომ ბელარუსის უცვლელი პირველი პირი კვლავ ორ სკამზე ლამობს დაჯდომას. რატომ? ისევ და ისევ უძველესი მოტივით: პოლიტიკური სიყვარულობანას დროსაც კი მხოლოდ და მხოლოდ შენი ინტერესებია მთავარი და უზენაესი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი