პოლიტიკა

იგინივე

№15

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 16.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ „ფულები არის ჩემი გამხარებელი“

რაკი საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში კვლავ დადგა კანონის, რომელიც ნებისმიერი ორგანიზაციის დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება, მიღების საკითხი (რაც რამდენიმე თვის წინ ჩავარდა, ვინაიდან საქართველოში აშშ-ის იმჟამინდელი ელჩის, ქ-ნი დეგნანითა და ზემონახსენები ქ-ნი ურსულას ძალისხმევითაა დაწყებული და ჩვენებური არასამთავრობოელებით დასრულებული), ბუნებრივია, ოპოზიცია (ოპოზიციის გამკვირვებია და თუ რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ) და მოხსენიებული არასამთავრობოელები გააქტიურდნენ. ცხადია, ძველებური ლოზუნგით: „არა რუსულ კანონს“.

ბარემ აქვე ვიტყვი, რუსული იარლიყის მიწებება ფრიად მოდურია ჩვენებურ პოლიტსა თუ საზოგადოებრივ წრეებში, თითქოს სიტყვა „რუსულის“ ხსენება იყოს საკმარისი ნებისმიერი ქმედების დისკრედიტაციისთვის (ნეტავ, მენდელეევის პერიოდულ სისტემასაც არ გააუქმებდნენ და ამ კანონს არ ვჩივი).

მაგრამ, მოდი, მივყვეთ ლოგიკურად და გავარჩიოთ, რა არგუმენტებს ასახელებენ იგინივე (ანუ კანონის რუსულად მომნათლავები): „საქართველოში ამკვიდრებენ იმავე წესს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს (მაშ „ფარას“ კანონი და არა მხოლოდ ის?!); მიმართულია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ. მტრებად აცხადებს ევროკავშირსა და აშშ-ს (როგორც ვიცი, ფინანსური გამჭვირვალობა სწორედ დასავლური ცხოვრების წესია); მისი მიღება გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას (საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება პოლიტიკური ვაჭრობის საგანია და გაყინულია გეოპოლიტიკური ჯახის დასრულებამდე, ეს პოლიტიკის ანბანია); მეგობრების გარეშე დაუცველს გვტოვებს რუსეთის წინაშე (რატომ უნდა შეაფერხოს დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერა იმ გამჭვირვალე ფაქტმა, რომ წელიწადში ერთხელ ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, შეავსოს დეკლარაცია?!)“. რაც მთავარია, თუკი ოპოზიცია და არასამთავრობოთა ჯარი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია, მით უფრო უკეთესი არ იქნება, თუ მათი დაფინანსების წყაროებს შევიტყობთ?! ანუ დაუცველები კი არ დავრჩებით რუსეთის პირისპირ, არამედ შევიარაღდებით. შესაბამისად (როგორც შექსპირი იტყოდა), საკითხავი აი, ის არის: ამ არგუმენტების მომტანები დაწყევლა ლოგიკამ, თუ იმედოვნებენ, რომ ამ არგუმენტების ადრესატები დაკრულა გონიერებამ?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი