მედიცინა

რომელი საკვები დაგვეხმარება გულძმარვის თავიდან არიდებაში

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 16.06, 2022 წელი

გულძმარვა
დაკოპირებულია

გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ეგრეთ წოდებული, გულძმარვა, მოსახლეობის 40 პროცენტს აღენიშნება.

ალბათ, ხშირად მოგისმენიათ, რომ ადამიანი უჩივის გულძმარვას, პირში მჟავე გემოს, პერიოდულ ყრუ ტკივილს გულმკერდის არეში. ხშირად, ეს სიმპტომები გასტროეზოფაგური რეფლუქსის შედეგია.

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში, ჩვეულებრივ, მიღებული საკვები, საყლაპავიდან გადადის კუჭში და იმის გამო, რომ საყლაპავის ქვემო სპინქტერი ნორმალურად მუშაობს, უკან, საყლაპავში ვეღარ ბრუნდება.

გასტროეზოფაგული რეფლუქსი არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც საყლაპავის ქვედა სპინქტერის არასრული დახურვის გამო, კუჭის შიგთავსის ნაწილს შეუძლია, დაბრუნდეს საყლაპავში და პირის ღრუშიც კი, რაც კლინიკურად, გულმკერდის არეში ტკივილისა და წვის შეგრძნებით ვლინდება.

კვების რაციონის ცვლილება აღნიშნულ სიმპტომებს საგრძნობლად ამცირებს. არსებობს პროდუქტთა ვრცელი სია, რომლებიც გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს არ უნდა მიირთვათ, მათ შორისაა: შოკოლადი, ხახვი, წითელი ხორცი, მჟავე საკვები და სხვა.

განვიხილოთ საკვები და სასმელი, რომელიც დაგეხმარებათ თუ თქვენც იგივე პრობლემა გაწუხებთ.

ქათმის მკერდი

ქათმის მკერდის მჭლე ხორცი ცილებით მდიდარია და მისი მონელება ორგანიზმისთვის საკმაოდ მარტივია.

წყალი

სასმელებიდან საუკეთესო არჩევანი წყალია. კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს დაუშვებელია შაქრიანი, მჟავე სითხეების მიღება, ასევე ალკოჰოლის. ყველა მათგანი სიმპტომებს ამძაფრებს.

ჯანჯაფილი

უბრალოდ, ხმელი ტოტების გაღეჭვა ან ცხელი ჯანჯაფილის ჩაი გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომებს ამსუბუქებს.

შვრია

რეფლუქსის სიმპტომებმა რომ არ შეგაწუხოთ, აუცილებელია, საუზმეზე მიირთვათ შესაბამისი საკვები, ამისთვის შვრიის ფაფა საუკეთესო არჩევანია.

ზეითუნის ზეთი

ცხიმიანი საკვები რეფლუქსს არ უხდება. თუმცა ცხიმი ორგანიზმს ფუქნციონირებისთვის სჭირდება. უარი თქვით კარაქსა და მარგარინზე. დაბალკალორიული და ჯანსაღი ცხიმები რეფლუქსის სიმპტომებს არ გაგიუარესებთ, გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი სალათებსა და კერძებში.

კარტოფილი

კარტოფილი და სტაფილო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია გაღიზიანებული რეფლუქსის სამართავად. ჯანსაღი ნახშირწყლებითა და უჯრედისით მდიდარი კარტოფილი და სტაფილო შეგიძლიათ, სხვადასხვაგვარად მოამზადოთ, მაგრამ ხახვისა და ნივრის გარეშე.

საზამთრო

გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს საზამთრო უვნებელი ხილია. ის მჟავიანობას არ ზრდის და შეგიძლიათ, ზაფხულის ცხელ დღეებში თავისუფლად მიირთვათ.

სალათის ფურცლები და ნიახური

მათ, ვისაც რეფლუქსი აწუხებთ, ხშირად შებერილობის პრობლემაც აქვთ. ამიტომ არ უნდა მიირთვათ ლობიო და ჩირი. მსუბუქი ბოსტნეული – სალათის ფურცლები და ნიახური – არა მარტო დაბალკალორიულია, რეფლუქსსა და შებერილობასაც ებრძვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი