მედიცინა

როგორ გვანიშნებს ჩვენი ორგანიზმი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.05, 2021 წელი

ჯანმრთელობის პრობლემები
დაკოპირებულია

ადამიანის ორგანიზმი საოცრადაა მოწყობილი. ჩვენში ერთდროულად წარმოუდგენელი რაოდენობის პროცესი მიმდინარეობს და თუ რაიმე სახის დარღვევა ჩნდება, ჩვენ ამას მაშინვე ვგრძნობთ სხვადასხვა სიმპტომით. თუმცა, ბევრი ჩვენგანი მათ უყურადღებოდ ტოვებს, რაც არასწორი დამოკიდებულებაა და ისევ ჩვენთვისვე საზიანო. უმჯობესია, დავაკვირდეთ ჩვენს ორგანიზმს და თავიდანვე აღმოვფხვრათ პრობლემა, ვიდრე შემდგომში ვებრძოლოთ გართულებებს, რომელიც მას მოჰყვება.

ჩვენი ორგანიზმი საკუთარი მდგომარეობის შესახებ ამა თუ იმ სიგნალს გვაძლევს და ყოველი მათგანი გარკვეული მნიშვნელობისაა. განვიხილოთ რამდენიმე:

სისხლდენა ღრძილებიდან – ეს ორგანიზმში C ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებს. ამ ვიტამინს შეიცავს ხახვი, ნიორი, წიწმატი, ლიმონი, ხილი და ბოსტნეული. ამასთან, კარგია თუ მიიღებთ ასკილის ნახარშს. ასე რომ, უმკურნალეთ საკუთარ თავს.

კანის სიმშრალე გაწუხებთ? – ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ორგანიზმი E ვიტამინის დეფიციტს განიცდის. იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს, მარაგის შესავსებად რაციონში ჩართეთ თხილეული, ცხიმიანი თევზი და მცენარეული ზეთი.

უძილობა და გაღიზიანება დაგჩემდათ? – ეს პრობლემები მაგნიუმისა და კალიუმის დეფიციტზე მეტყველებს. ამ მიკროელემენტებს შეიცავს ბანანი, კურაგა, შავი ქლიავი, ჭარხალი. კარგ გემოსთან ერთად ხილის ამ სახეობებს სასარგებლო თვისებებიც არ აკლიათ, ასე, რომ დაიხმარეთ პრობლემების მოგვარებაში.

თმისა და ფრჩხილების მტვრევადობა დაგეწყოთ? – აღნიშნული სიმპტომები მეტყველებს, რომ ორგანიზმს B ჯგუფის ვიტამინები და კალციუმი აკლია, რაც ბლომადაა გაღივებულ ხორბალში, დაუფქვავი ხორბლის პურში, ყველში, ხაჭოში. ამიტომ ნუ დაიზარებთ მათ მიღებას, ეს პროდუქტები თქვენ ძალიან კარგ სამსახურს გაგიწევთ.

„ბატის კანი“ იდაყვებზე – ეს ვიტამინ C და A-ს დეფიციტის აშკარა სიმპტომია. ამ ვიტამინებს შეიცავს ყველა ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული: სტაფილო, გოგრა, გარგარი, კურაგა... მათი მიღება აუცილებლად მოგცემთ სასურველ შედეგს.

გაგეზარდათ მოთხოვნილება მარილიან საკვებზე? – ესე იგი, თქვენს ორგანიზმში ინფექციაა ან ანთებითი პროცესები გამწვავდა, უპირველეს ყოვლისა – შარდსასქესო სისტემის და შესაბამისი მკურნალობაა საჭირო.

მჟავეს მოთხოვნილება – ორგანიზმს სჭირდება ეს პროდუქტები, რადგან აუცილებელია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სტიმულირება. ამიტომ, რაციონში აუცილებლად ჩართეთ ლიმონი და შტოში.

მწარეს მოთხოვნილება ნიშნავს, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ორგანიზმს მსუბუქად გაიწმენდთ.

მოთხოვნილება ტკბილზე კი, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ ნერვული დაქანცულობა გჭირთ და შესაბამისად, გჭირდებათ სწრაფი მოქმედების ენერგეტიკული საშუალება – გლუკოზა. ამ შემთხვევაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებით პრობლემების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, თუ თაფლს ან შავ შოკოლადს მიიღებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი