მედიცინა

პომიდორი – სასარგებლო ბოსტნეული

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.09, 2022 წელი

პომიდორი
დაკოპირებულია

წითელი, წვნიანი პომიდორი ნამდვილად ბუნების სარგებლით სავსე საჩუქარია. როგორც ექიმები და დიეტოლოგები ამბობენ, ამ ბოსტნეულის გამოყენება გამაჯანსაღებლად მოქმედებს. პომიდორს ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, ის აფერხებს გულისა და სისხლძარღვების დაავადებებს, ასევე, სიმსივნეს. უჯრედებს იცავს თავისუფალი რადიკალებისგან, აუმჯობესებს განწყობას და ხელს უწყობს კარგ ძილს.

პომიდორი ამაგრებს გულს

პამიდორი გულის იშემიური დაავადებებისა და ათეროსკლეროზისგან გვიცავს. ეს ამ ბოსტნეულში ლიკოპინი-კაროტინოიდის არსებობის დამსახურებაა – მას ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ის არა მარტო პამიდორში არამედ სხვა წითელ-ყვითელი შეფერილობის ხილსა და ბოსტნეულშიც გვხვდება. კაროტინოიდები მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, იმიტომ, რომ ისინი, ეგრეთ წოდებულ, „თავისუფალ რადიკალებთან“ ბრძოლაში გვეხმარებიან. პომიდვრის ან მისი წვენის რეგულარული მოხმარება ამცირებს სისხლში „ცუდ ქოლესტერინსა“ და ტრიგლიცერიდებს.

გვიცავს ონკოლოგიური დაავადებებისგან

ლიკოპინი გაცილებით ეფექტურია სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის სიმსივნესთან ბრძოლაში. ლიკოპინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, მას პომიდვრის წვენი, კეტჩუპი და პომიდვრის სოუსიც კი შეიცავს. ძალიან მნიშვნელოვანია პომიდვრის ცხიმთან ერთად მიღება, რათა ლიკოპინის უკეთ ათვისება მოხდეს.

ახდენს საკვების მონელების ნორმალიზებას

პომიდორი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობას უწყობს ხელს. ის, ასევე, ეფექტურად გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან და ახდენს ნაწლავის პერიპლასტიკის სტიმულირებას. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ პომიდვრის მოხმარებამ შესაძლოა, მჟავური რეფუქსი გამოიწვიოს.

პომიდვრის წყალობით მცირდება სისხლის წნევა

პომიდორი კალიუმის კარგი წყაროა, რომელიც სისხლის წნევას ამცირებს, ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალურ მუშაობას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის სწორ ფუნქციონირებაში. კალიუმის დეფიციტი თავის ტკივილში, ძილიანობაში, კუნთოვან სპაზმებში ან არარეგულარულ გულისცემაში გამოიხატება. 1 ჭიქა პომიდვრის წვენი კალიუმის რეკომენდებული დღის დოზის 11,4 პროცენტ კალიუმს შეიცავს, ამიტომ ეს უბრალო საშუალებაა მაღალ წნევასთან საბრძოლველად, ისე, რომ მედიკამენტების მიღება არ იქნება საჭირო.

პომიდორი ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას

პომიდორი მდიდარია ლუთეინით და ბეტა-კაროტინით – ეს საკვები ნივთიერებები აუმჯობესებენ მხედველობას და თვალს იცავენ ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა – კატარაქტა და ყვითელი ლაქების დეგენერაცია.

მცირებს ქოლესტერინის დონეს

ლიკოპინი პომიდორს წითელ შეფერილობას აძლევს, ის კაოტინოიდების ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით არის ცნობილი. ექსპერტების აზრით, ლიკოპინი ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ხოლო კარგი ქოლესტერინის დონეს კი პირიქით – მაღლა სწევს.

აუმჯობესებს განწყობას

პომიდორი მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რომელიც ჩვენში ოპტიმიზმს აღვივებს, ხოლო ვიტამინი B3 კარგი განწყობისა და ჯანმრთელი ძილის საწინდარია. ეს ბოსტნეული, ასევე, ასტიმულირებს ტვინსა და ნერვებს, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი