მედიცინა

მწვანე ვაშლის საოცარი თვისებები

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.02, 2023 წელი

მწვანე ვაშლი
დაკოპირებულია

მწვანე ვაშლი წითელზე გაცილებით ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მის შემადგენლობაშია: B და C ჯგუფის ვიტამინები; მიკროელემენტები. ერთი მწვანე ვაშლის კურკები იოდის დღეღამურ ნორმას შეიცავს. მასში გვხვდება ვიტამინი B17, რომელიც კიბოს უჯრედებს ებრძვის. მწვანე ვაშლი დიეტურ ბოჭკოებს შეიცავს, რაც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ის ამცირებს კიბოსა და დიაბეტით დაავადების რისკს. მწვანე ვაშლი ამცირებს სქელი და სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადების რისკს. მისი შემცველი ნივთიერებები შეიწოვს ჭარბ ნაღველს და ორგანიზმს ეხმარება შაქრის რაოდენობის რეგულირებაში. ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობას - ვაშლი შეიცავს პექტინს, რომელიც ორგანიზმიდან ჭარბ ქოლესტერინს გამოდევნის. ასე რომ, მწვანე ვაშლი დაგეხმარებათ ჯანმრთელობისა და სასურველი წონის შენარჩუნებაში. აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავების პროცესს - მწვანე ვაშლი შეიცავს ორგანულ მჟავებს, როგორებიცაა ვაშლის, ღვინის, ბორისა და ლიმონის მჟავები. მათი წყალობით, ეს ხილი ააქტიურებს კუჭის წვენსა და ნაღველს. არეგულირებს სისხლის წნევას - მწვანე ვაშლი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმსა და კალიუმს – ეს ორი მინერალი აუცილებელია სისხლის წნევის რეგულირებისთვის. ჰიპერტონიკებისთვის რეკომენდებულია მომჟავო-მოტკბო ვაშლის ყოველდღიური დოზის მიღება. სასარგებლოა მწვანე ვაშლის წვენიც ჭამამდე 40 წუთით ადრე.

მწვანე ვაშლი შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს, როგორებიცაა: ფლავონოიდები და პოლიფენოლები. სწორედ ეს ნივთიერებები გვიცავს კიბოსაგან. გვეხმარება მადის კონტროლირებაში - მწვანე ვაშლი დაგანაყრებთ და ხელმეორედ ჭამას თავიდან აირიდებთ. ასტიმულირებს სასიცოცხლო ძალების მოზღვავებას - შეიცავს ნახშირწყლებს და ვინც აქტიურად ცხოვრობს და ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია, მათთვის ძალიან სასარგებლოა. ენერგიის დიდი მუხტით აგავსებთ.

ვაშლს ოდითგანვე იყენებენ კანის მოვლის საშუალებად. ხილი ხასიათდება ანტისეპტიკური, მათეთრებელი და დამატენიანებელი თვისებებით. გამოიყენება ცელულიტისა და ნაოჭების წინააღმდეგაც. მწვანე ვაშლი, წითელთან შედარებით, ნაკლებ შაქარს შეიცავს და თქვენი თეთრი და ჯანმრთელი კბილებისთვის მეტად სასარგებლოა.

თუ ჭარბი წონისგან გათავისუფლების სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მოამზადოთ მწვანე ვაშლის კოქტეილი, რომელიც მხოლოდ ზედმეტი კილოგრამებისგან კი არა, ორგანიზმში წლების განმავლობაში დაგროვილი შხამებისგანაც გაგათავისუფლებთ. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ შედეგს სულ მალე შენიშნავთ, – როგორც ვიზუალურად, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით.

ეს ნატურალური წვენი ასუფთავებს ორგანიზმს წიდებისა და ტოქსიკური ნივთიერებებისგან, ამცირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში და ინსულტს და ინფარქტს განვითარების შანსს არ უტოვებს.

კოქტეილის მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ მწვანე ვაშლი, შვრიის ფანტელი და ლიმონი. ნაზავის ძირითადი ინგრედიენტი ვაშლია, რომელიც ეფექტურად არეგულირებს სხეულის მასას.

საჭირო ინგრედიენტები:

მწვანე ვაშლი — 2 ცალი, შვრიის ფანტელი — 125 გრამი, ლიმონი — 1 ცალი, მინერალური წყალი — 1/2 ლ.

კარგად გარეცხეთ და პატარა კუბიკებად დაჭერით ვაშლი. ბლენდერში ჩაასხით მინერალური წყალი, დაამატეთ ვაშლი და შვრიის ფანტელი, დააბლენდერეთ იქამდე, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. გამოწურეთ ლიმონი, წვენი კოქტეილს დაუმატეთ, ყველაფერი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეურიეთ.

კოქტეილი დღეში ერთხელ უნდა მიიღოთ, 1 კვირის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი წონისგან სრულად ვერ გათავისუფლდებით, ერთი კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი