მედიცინა

ლიმონის გასაოცარი თვისებები

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 20.02, 2021 წელი

ლიმონი
დაკოპირებულია

✔️დატოვეთ დაჭრილი ლიმონი საძინებელში. ლიმონის არომატი აღმოფხვრის ფილტვებთან დაკავშირებულ პრობლემებს და ხელს შეუწყობს სუფთა ჰაერის წარმოშობას თქვენს ოთახში. სუფთა ჰაერით სუნთქვა კი ორგანიზმისთვის დიდი შვებაა.
✔️თუ ასთმა ან ალერგია გაწუხებთ, ჩაიტარეთ ლიმონის მარტივი ინჰალაცია. ის დაგეხმარებათ ყელისა და ზედა სასუნთქი გზების გასუფთავებაში.
✔️მიირთვით ყოველდღე ლიმონიანი წყალი. ის დაგიცავთ ისეთი დაავადებისგან, როგორიცაა ქოლერა და მალარია. ლიმონს შეუძლია, გაწმინდოს სისხლი არასასარგებლო ნივთიერებებისგან. ლიმონის ყოველდღიური მოხმარება შეგინარჩუნებთ ახალგაზრულ გარეგნობას.

✔️ლიმონის სურნელი დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე და როგორც დაადგინეს, სამკურნალო თვისებაც აქვს – ის ეხმარება ორგანიზმს დეპრესიასა და შფოთვასთან გამკლავებაში.
✔️ძალიან სასარგებლოა ლიმონის კანიც. ლიმონის ცედრა ძვლების ჯანმრთელობას უწყობს ხელს. მასში დიდი რაოდენობით კალცი და C ვიტამინია, რომელიც კანის უჯრედებს ამაგრებს. ლიმონის კანი აფერხებს ოსტეოპოროზის, ართრიტისა და რევმატიზმის წარმოქმნას.
✔️ლიმონის ცედრა ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც გამოიყენება. მასში შემავალი ნივთიერების, სოლვესტროლ Q40-ის საშუალებით ორგანიზმს კიბოთი დაავადებული უჯრედების დამარცხებაში ეხმარება.

ცედრის გამოყენება: ლიმონი საყინულეში მოათავსეთ, შემდეგ ცედრა წვრილად გახეხეთ და ძალიან ცოტა დაამატეთ სალათებში, ჩაიში და ნებისმიერ საკვებში. შეგიძლიათ, გახეხილ ცედრას შაქარი დააყაროთ და დესერტის მსგავსად მიირთვათ.

✔️ლიმონი აუმჯობესებს მხედველობას და ეხმარება მათ, ვისაც თვალის ბროლთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ორგანიზმს სჭირდება აღდგენა, რასაც ლიმონი თავს არაჩვეულებრივად ართმევს. ლიმონი შეიცავს კალიუმს, რომელიც კვებავს ტვინსა და ნერვულ უჯრედებს.
✔️ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს, რომელიც სასარგებლოა მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირებისთვის. ამ ნივთიერებას, ასევე, აქვს ანტიბაქტერიული თვისებებიც.

ლიმონის წვენს, სოდასთან ერთად, ნაღვლის ბუშტის ტკივილის დროს იყენებენ. ამისთვის: ნახევარი ლიმონის წვენს უნდა დავუმატოთ ნახევარი ჩაის კოვზი სოდა.

✔️ლიმონის წვენი აჩერებს ცხვირიდან სისხლდენას და არეგულირებს გულისცემას.

✔️ლიმონს შეუძლია, ადამიანის ორგანიზმი დაიცვას ავიტამინოზისგან, ინსულტისგან, ინფარქტისგან, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისგან.
✔️მასში შემავალი C და PP ვიტამინები გვიცავს ნაადრევი სიბერისგან, რადგან ის ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას, რაც კანის სიგლუვესა და ელასტიკურობას გვინარჩუნებს.
✔️ლიმონი ებრძვის სხვადასხვა დაავადების გამომწვევ ვირუსებს. გრიპის შემთხვევაში, ის სიცხის დამწევი ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან ხელს უწყობს კანის ფორებიდან შხამების გამოდევნას.
✔️ლიმონი სასარგებლოა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს, მას, ასევე, შეუძლია ტონუსის ამაღლება.
❗ლიმონი ფრთხილად უნდა გამოიყენონ იმ ადამიანებმა, ვისაც მომატებული აქვთ კუჭის მჟავიანობა, აწუხებს გასტრიტი და კუჭის წყლული. გახსოვდეთ, რომ დიდი რაოდენობით ლიმონის მიღებამ შესაძლოა, კბილის მინანქრის დაზიანება გამოიწვიოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი