მედიცინა

ქლიავის გასაოცარი თვისებები

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.07, 2021 წელი

ქლიავი
დაკოპირებულია

სამკურნალოდ გამოიყენება ქლიავის ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი საკმაოდ ამაგრებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, წმენდს ორგანიზმს და ავსებს მის ვიტამინურ მარაგს.

ქლიავი კალიუმის, ნატრიუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, მანგანუმის, ქრომისა და სხვა მნიშვნელოვანი ქიმიური ნივთიერებების წყაროა.

ქლიავი, თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებების წყალობით, ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ როგორც დიეტური, ასევე როგორც საწამლო პროდუქტი. მასში განსაკუთრებით მაღალია P აქტიური ნაერთების, B3 ვიტამინისა და კაროტინის შემცველობა.

ქლიავის ნაყოფი შეიცავს შაქარს, ვაშლისა და ლიმონის მჟავას, მთრიმლავ პექტინს, უჯრედისს, კაროტინს, მინერალურ მარილებს და სხვა ვიტამინებს.

ქლიავის ნაყოფი არის ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, მადის აღმდგენი, შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ათეროსკლეროზისა და მიკრობების საწინააღმდეგო თვისებების მქონე საშუალება

ქლიავის ნაყოფი სასარგებლოა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნაწლავის მოდუნება აწუხებს, აძლიერებს პერისტალტიკას. შავი ქლიავის ჩირი ან ახალი ნაყოფი 10-15 ცალი სასაქმებელი საშუალებაა

ქლიავის ჩირი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოყოფას, ამიტომ მისი მიღება რეკომენდებულია ათეროსკლეროზისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებისას, ასევე გამოიყენება ამოსახველებელი და პირღებინების საწინააღმდეგო საშუალებად. ხალხურ მედიცინაში ის ფართოდ გამოიყენება, როგორც დამაწყნარებელი კუჭ-ნაწლავის ტკივილის, კუჭაშლილობის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის დროს და თირკმლის დაავადებისას.

ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების დროს სასარგებლოა ქლიავის კომპოტის დალევა; შეშუპების დროს რეკომენდებულია რეგულარულად მიირთვათ იოგურტით შეზავებული მოხარშული ჭარხლისა და ქლიავის სალათა.

სისხლნაკლებობის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა ლურჯ-იასამნისფერი და წითელი ნაყოფი. ჰიპერტონიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და თრომბოფლებიტის დროს ქლიავი და მისი წვენი სისხლის შედედებას ამცირებს, ორგანიზმიდან ცუდი ქოლესტერინი, ზედმეტი წყალი და მარილები გამოაქვს

✅ შავქლიავა შველის გასტრიტს, კოლიტს, კუჭის წყლულს, შეშუპებას, ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ სითხეს, ააქტიურებს ნახშირწყლოვან ცვლას, აზროვნებას, ამაგრებს ნერვულ სისტემას, ზრდის პოტენციას და შრომისუნარიანობას, ორგანიზმის მედეგობას სტრესისადმი

✅ძმარში მოხარშული ქლიავის ფოთლით იწმენდნენ ძველ და დაჩირქებულ ჭრილობებს, რაც ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას

ქლიავის კურკა შხამიანია და მისი გამოყენება არ შეიძლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი