მედიცინა

კლდისდუმას სამკურნალო თვისებები

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.09, 2021 წელი

კლდისდუმა
დაკოპირებულია

ამ მცენარეს აქვს მატონიზირებელი, ანთებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო, შარდმდენი, რეგენერაციული, ტკივილგამაყუჩებელი, მასტიმულირებელი, სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები.

კლდისდუმას შემადგენლობა:

✔️ალკალოიდები აქრობენ ტკივილის სინდრომს, აჩერებენ სისხლდენას ჭრილობიდან, ამშვიდებენ ნერვულ სისტემას, ამცირებენ არტერიულ წნევას;

✔️მთრიმლავი ნივთიერებები აქრობენ ანთებით პროცესს, ანეიტრალებენ მიკრობებისა და ბაქტერიების მოქმედებას, აჩქარებენ ჭრილობის შეხორცებას, აწესრიგებენ კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას;

✔️გლიკოზიდები აძლიერებენ შარდის გამოყოფას, აფართოებენ სისხლძარღვებს, ანეიტრალებენ მიკრობებისა და ბაქტერიების მოქმედებას, ხელს უწყობენ ხველების შეჩერებას, დამამშვიდებლად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე;

✔️ასკორბინის მჟავა აწესრიგებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას, აძლიერებს იმუნიტეტს, ასტიმულირებს ენდოკრინოლოგიური ჯირკვლების მუშაობას, ხელს უწყობს რკინის ათვისების გაძლიერებას, აწესრიგებს სისხლის წარმოქმნის პროცესს, ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები;

✔️ორგანული მჟავები ხელს უწყობენ სისხლის წარმოქმნის პროცესს. აძლიერებს რკინის, კალიუმისა და მაგნიუმის შეთვისებას, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას, აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აწესრიგებს წონას ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლის სტიმულირების გზით, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, აღადგენს სახსრების მოძრაობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ასტიმულირებს საკუთარი ინსულინის გამომუშავებას, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციებს, აძლიერებს იმუნიტეტს;

✔️ნახშირწყლები ორგანიზმს უზრუნველყოფს ენერგიით და ამით ყველა სისტემის მუშაობას აწესრიგებს;

✔️ცვილს აქვს გამოხატული ბაქტერიციდული და შეხორცების თვისებები, რომლის წყალობით ჩქარდება ჭრილობების შეხორცების პროცესი;

✔️ლორწო ხელს უწყობს ბრონქებიდან სისველის გაქრობას, ასევე, ხსნის ანთებას;

✔️ნაცარი აქრობს ანთებით კერებს, ახდენს ჭრილობების დეზინფექციას და აჩქარებს შეხორცების პროცესს, ანელებს სისხლის შედედებას, ხელს უწყობს სისხლძარღვებში თრომბების გაწოვას;

✔️ფლავონოიდები აძლიერებენ სისხლძარღვების კედლებს, აწესრიგებენ გულისცემას, აწესრიგებენ არტერიულ წნევას, ხელს უწყობენ ნაღვლის წარმოქმნას;

✔️საპონინები ხელს უწყობენ ლორწოს გამოდევნას, აჩქარებენ წყლულებისა და ჭრილობების შეხორცებას, აბრკოლებენ სკლეროტიკული ფოლაქების წარმოქმნას, აძლიერებენ შარდის გამოყოფას, ამშვიდებენ ნერვულ სისტემას.

✔️კუმარინები თრგუნავენ სიმსივნური უჯრედების მეტასტაზების განვითარების უნარს, რაც აჩერებს სიმსივნის განვითარებას.

✔️კლდისდუმას ფოთლებსა და ყვავილებს ხალხურ მედიცინაში იყენებენ ნაყენის, წვენის, ჩაის, ნახარშის, საფენების, მალამოს სახით, ასევე, გამოსავლებად. მოერიდეთ შხამიანი კლდისდუმის გამოყენებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი