კივი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.03, 2021 წელი

კივის ნაყოფი შეიცავს ცილებს, ცხიმებს, კომპლექსურ ნახშირწყლებს, უჯერ ცხიმოვან მჟავებს, დიეტურ ბოჭკოებს, ფერმენტებსა და ორგანულ მჟავებს. ეს ხილი მდიდარია მრავალფეროვანი მინერალებით, მათ შორისაა: ბორი, ფტორი, კალციუმი, კალიუმი, სპილენძი, ნატრიუმი, ფოსფორი, გოგირდი, იოდი, ფტორი...
კივი ვიტამინებისა და მინერალების საბადოა. ის შეიცავს C ვიტამინის ორ დღიურ ნორმას და ხელს უწყობს ორგანიზმის სასიცოცხლო აქტივობას.
ეს ხილი არა მარტო გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლოცაა. ყოველდღიურად მისი მიღება კარგია ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის თავიდან ასარიდებლად. ის, ასევე, გვეხმარება ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.
კივი:
* არეგულირებს მეტაბოლიზმს;
* არიდებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ათეროსკლეროზს, თრომბოზს;
* ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას ინფექციის მიმართ;
* აჩქარებს უჯრედების აღდგენას. კივი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელიც საჭიროა ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად;
* ააქტიურებს ორგანიზმის დაცვის ფუნქციებს;
* კივი წმენდს ორგანიზმს მარილის ნარჩენებისგან და ნიტრატებისგან;
* კივის ნიღაბი საუკეთესოა სახის პროცედურებისთვის - ტონუსში მოჰყავს სახის კანი, ატენიანებს მას და ამცირებს ნაოჭებს;
* აფერხებს გაჭაღარავებას და გამოყოფს ბუნებრივ კოლაგენს;
* ხსნის კუჭის სიმძიმეს, გულძმარვას, ბოყინს;
* ხელს უწყობს წონის დაკლებას.
ასევე სასარგებლოა
* რევმატული დაავადებების ასარიდებლად;
* მონელების გამოსასწორებლად;
* ნერვული სისტემის დასამშვიდებლად.
E ვიტამინი, როგორც წესი, მაღალკალორიულ პროდუქტებშია. მისი დეფიციტი კი შეიძლება, გაუჩნდეს იმ ადამიანებს, ვინც ჭარბწონიანობას ებრძვის. კივი კი დიეტური პროდუქტია და ამ ვიტამინის ნაკლებობა თავისუფლად შეიძლება, მისი მიღებით შეივსოთ.
კივი იმ პროდუქტებს შორისაა, რომლებიც ამცირებენ ონკოლოგიურ და კარდიოვასკულურ დაავადებების განვითარების რისკს.
გამომდინარე იქიდან, რომ კივი აძლიერებს ფიზიკურ გამძლეობას, ის ძალიან სასარგებლოა სპორტსმენებისთვის.
უკუჩვენებები!
კივის წვენი და ნაყოფი არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც მის მიმართ ალერგია აქვს ან კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა, გასტრიტი, ინტოლერანტობა, წყლული აწუხებს. კივი არ არის რეკომენდებული მოწამვლისა და ფაღარათის დროს. მას აქვს კუჭის გამხსნელი ეფექტი, ამიტომ შესაძლოა, მდგომარეობა გაამწვავოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან