მედიცინა

ქერის გასაოცარი თვისებები

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 29.03

ქერი
დაკოპირებულია

ქერი მხოლოდ კი არ ანაყრებს, არამედ კურნავს კიდეც. მის ნახარშს დასუსტებულ და ნაავადმყოფარ ადამიანებს ასმევდნენ მოსაღონიერებლად, ყლორტებს კი შარდმდენად და სიცხის დამწევად იყენებდნენ. სტრესთან დაკავშირებული კუჭის პრობლემების დროს ქერის ჩაის დღესაც სვამენ იაპონიასა და კორეაში. ამ მცენარეს დიდი ადგილი უკავია ტიბეტურ ტრადიციულ მედიცინაშიც.

პნევმონიის, ბრონქიტის, გახანგრძლივებული ხველის დროს დღეში რამდენჯერმე უნდა მიიღოთ შემდეგი ნახარში: 2 სადილის კოვზ ქერს ან შვრიას შეურიეთ იმავე რაოდენობის ქიშმიში, დაასხით 1,5 ლიტრი წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე თავდახურულ ჭურჭელში, სანამ სითხის ნახევარი არ აორთქლდება. ამის შემდეგ გადმოდგით და გააცივეთ. თბილსვე შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ 3-4 სადილის კოვზი დღეში 4-5-ჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

ბუასილის დროს რეკომენდებულია ნაყენი: ქერის მარცვლები მოათავსეთ თბილ და ტენიან გარემოში გასაღივებლად. გაღივების შემდეგ გააშრეთ და დააქუცმაცეთ. აიღეთ ორი სადილის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული ღივი, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 4 საათი. დალიეთ თაფლით დამტკბარი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-6-ჯერ.

ხალხური მედიცინა წარმატებით იყენებს ქერს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების, ბუასილისა და ფაღარათის სამკურნალოდ. აგრეთვე, როგორც ამოსახველებელ, დიაბეტის საწინააღმდეგო და ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებას. ყველა ჩამოთვლილი შემთხვევისთვის გამოიყენება ქერის მარცვლების ან მისი ფქვილის ნახარში: უნდა აიღოთ 20 გრამი ქერი, დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩეროთ 4-5 საათი, შემდეგ ადუღოთ 20 წუთი, გაფილტროთ და მიიღოთ 2-3 სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, დღეში 4-5-ჯერ.

ქერი იცავს გულს. არაერთი კვლევითაა დამტკიცებული, რომ გაუფცქვნელი მარცვლეული ჯანმრთელობას უნარჩუნებს გულს. მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ქალებში საკმაოდ იზრდება ათეროსკლეროზული და გულის დაავადებათა რისკი, ამიტომ მედიკოსები ურჩევენ მათ, კლიმაქსის პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე, უფრო მეტად კი მენოპაუზის შემდეგ მენიუში დაუმუშავებელი მარცვლეული ჩავრთოთ.

ქერი არ უყვარს კიბოს. ქერს შეუძლია, არცთუ მცირე როლი შეასრულოს მრავალი ქრონიკული დაავადების, მათ შორის – ალცჰაიმერისა და კიბოს პრევენციაში, რადგან ანტიოქსიდანტების, მაგალითად, ფენოლების მდიდარი წყაროა. ხელს უშლის მელანინის ჭარბ წარმოქმნას და, შესაბამისად, კანის კიბოს განვითარებას. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქერის უჯრედისსაც პრევენციული გავლენა აქვს კობოზე.

ქერი არეგულირებს ქოლესტეროლს. ქერის რეგულარული მიღება აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტეროლის დონეს. ამაში კი ყველაზე დიდი წვლილი ბეტა-გლუკანს მიუძღვის. ბეტა-გლუკანი ხელს უწყობს ნაღვლის მჟავების წარმოქმნას, რომლებიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საშუალებით გამოიყოფა. ამ გზით ორგანიზმიდან ცუდი ქოლესტეროლიც გამოიდევნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი