მედიცინა

იმკურნალეთ მანდარინით

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 20.01, 2023 წელი

მანდარინი
დაკოპირებულია

მანდარინს საოცარი სამკურნალო თვისებები აქვს. მისი ქერქიც კი სასარგებლოა. რბილობი შეიცავს შაქარს, ლიმონმჟავას, ვიტამინებს. მანდარინის წვენი დიეტური და სამკურნალო სასმელია.

იმისთვის, რომ მოირჩინოთ მასტიტი, 100 გრამი მანდარინის დაქუცმაცებული, გამომშრალი კანი და 20 გრამი ძირტკბილას ფესვი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 2 ჭიქა წყალი. დადგით ქურაზე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათით. შემდეგ გააგრილეთ, გაწურეთ და მიიღეთ თანაბარი ულუფებით დილით, უზმოზე და საღამოს - ძილის წინ. გარდა ამისა, ნაყენს იყენებენ კომპრესების სახით მტკივან მკერდზე.

ნერვული სტრესის დროს

მანდარინის კანი არის ბუნებრივი ნაწარმი, რომელსაც აქვს სასიამოვნო სუნი სხვა ქიმიური სპრეისგან განსხვავებით, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ვიყენებთ სახლში კარგი არომატული სურნელის გასაფრქვევად. ამიტომ ჯობია, საძინებელში საწოლთან მოვათავსოთ მანდარინის კანი, რომელიც სასიამოვნო სუნს აფრქვევს და დაგვეხმარება სტრესის გადატანაში.

მშრალი ხველისა და დასუსტებული იმუნური სისტემის დროს

2 სადილის კოვზ მანდარინის გამომშრალ კანს დაასხით 1 ჭიქა არაყი, დატოვეთ ერთი კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას. ნაყენის 20 წვეთი ჩაასხით ადუღებულ წყალში და დალიეთ 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

მეტეორიზმი და დისბაქტერიოზი

ხმელი მანდარინის კანი დაამატეთ ნებისმიერ მომზადებულ კერძს, მაგალითად, შვრიის ფაფას, ხაჭოს. საკმარისია 1 ჩაის კოვზი მანდარინის ქერქისგან დამზადებული ფხვნილი ან მისი რაოდენობის მქონდე კანი.

ბრონქიტის დროს

მანდარინის გამომშრალ კანს დაასხით 1, 5 ჭიქა წყალი და ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე 5 წუთი, შემდეგ დახურულ ქილაში საშუალება მიეცით, ეს ყველაფერი კარგად შეერწყას ერთმანეთს. მიიღეთ 0, 5 გრამი 2-3 ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მაღალი ტემპერატურის დროს მანდარინი კლავს წყურვილის გრძნობას; მანდარინს იყენებენ ასთმისა და ბრონქიტების სამკურნალოდ. ის გამოიყენება როგორც მატონიზებელი, ზემო სასუნთქი გზების სამკურნალო საშუალება.

მისი მიღება ზამთარში ზრდის სხეულის წინააღმდეგობას სხვადასხვა დაავადებაზე. ამ ხილს აქვს უნარი, გაზარდოს მადა და გააუმჯობესოს ნივთიერებათა ცვლა. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის და ავადმყოფი ადამიანებისთვის.

მიუხედავად სამკურნალო თვისებებისა, მანდარინს შეუძლია ავნოს ადამიანს. ის აღიზიანებს თირკმელებს და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს, ამიტომ, არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, ენტერიტების, კოლიტების, ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე, ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და მწვავე ნეფრიტის შემთხვევაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი