მედიცინა

გაათავისუფლეთ ღვიძლი ტოქსინებისგან

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 20.11, 2021 წელი

ღვიძლი
დაკოპირებულია

ღვიძლის ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა აქვს ხარისხიან კვებას – მისი ჯანმრთელობისათვის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზემოქმედების მთავარ წყაროს. საკვებისგან მიღებული ყველა კომპონენტი სისხლთან ერთად გადის ღვიძლში და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიდევნება ორგანიზმიდან. თუმცა მათი დიდი ნაწილი ბალასტის სახით ილექება, რაც ამცირებს ღვიძლის ფილტრაციულ შესაძლებლობას.

ღვიძლი წმენდს სისხლს არა მარტო ტოქსინებისგან, არამედ სისხლის მკვდარი ერითროციტებისგან, რაც მის ძირითად ფუნქციად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მათი სტაგნაციის შემთხვევაში თავისუფლდება პიგმენტი – ბილიბურინი. სწორედ, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტთან ერთად, არის პასუხისმგებელი მის გადამუშავებასა და უტილიზირებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ყალიბდება „ბილიბურინული საცობები“, რომლებიც არღვევენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას.

თუმცა, ეს არ არის სისხლში ტოქსინების დაგროვების ერთადერთი ფაქტორი, ამიტომ აუცილებელია ღვიძლის რეგულარული გასუფთავება. ამის გაკეთება შესაძლებელია არაერთი ხერხით: გაყოფილი კვების, სხვადასხვა დროის განმავლობაში შიმშილობის ან ყრუ გამორეცხვის დახმარებით.

ღვიძლის გასაწმენდად კვების რაციონიდან აუცილებლად უნდა იყოს ამოღებული ხორცეული, ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი და ასევე არანატურალური წარმოშობის პროდუქტები. კვების მენიუ ძირითადად უნდა შედგებოდეს ნედლი ბოსტნეულისა და ხილისგან. განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ჭარხლის, ვაშლისა და ციტრუსების წვენებს.

ღვიძლის გაწმენდისას მცირეხნიანი ან მხოლოდ წვენების მიღებით შიმშილობის დროს აქცენტი კეთდება ორგანიზმის თვითგანწმენდაზე, პირველ რიგში, ნაწლავების ნაწილობრივ გაწმენდაზე. შიმშილობის პერიოდში საჭიროა მიიღოთ სითხის გაზრდილი რაოდენობა, რათა გაწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინების, მჟავებისა და მარილებისგან. ხოლო, ღვიძლის წიდებისგან გასათავისუფლებლად, აუცილებელია რეგულარულად, კვირაში ერთხელ მიიღოთ ორთქლის აბაზანები, ღვიძლის გაწმენდის პერიოდში კი – კვირაში ორჯერ.

ღვიძლის ყრუ გამორეცხვა უზრუნველყოფს უფრო ძირეულ გაწმენდას, ვინაიდან ამ ორგანოსა და ნაღვლის სადინარების ბილიბურინული კენჭებისგან გათავისუფლების შემდეგ იზრდება ღვიძლის ფილტრაციული შესაძლებლობები. ღვიძლის ყრუ გამორეცხვის ჩატარება შეიძლება წელიწადში ერთხელ და უმჯობესია ადრე გაზაფხულზე – ღვიძლის მაქსიმალური აქტივობის დროს. ამ პროცედურის შესრულებამდე აუცილებელია ნაწლავების გასუფთავება.

ღვიძლის ყრუ გამორეცხვამდე ერთი კვირით ადრე აუცილებელია ვეგეტარიანული დიეტის დაცვა. შემდეგ კი, 3 დღით ადრე, უნდა მიიღოთ ახლად გაწურული ვაშლის წვენი რბილობის გარეშე (ნებისმიერი რაოდენობით). მესამე დღეს, დილით, გაიკეთეთ ოყნა და საღამოს 7 საათამდე დალიეთ მხოლოდ წვენი. შემდეგ მოამზადეთ ერთი ჭიქა (200 მილილიტრი) ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი, ასევე ცხელი სათბურა.

საღამოს 7 საათზე მიიღეთ ნახევრად მწოლიარე მდგომარეობა, ხოლო ღვიძლის ადგილზე (მარჯვენა მხარეს მდებარე ნეკნების ქვედა ნაწილში) მიიდეთ სათბურა. შემდეგ კი, ყოველი 15 წუთის შემდეგ დალიეთ 3 სადილის კოვზი ზეთი და ლიმონის წვენი იქამდე, სანამ მომზადებული ულუფა არ დამთავრდება, შემდეგაც გარკვეულ ხანს დარჩით მდგომარეობის შეუცვლელად, შეგიძლიათ დაიძინოთ.

რამდენიმე საათში გაგიჩნდებათ ორგანიზმში არსებული ნივთიერებების გამოთავისუფლების სურვილი. ექსკრეციასთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება ბილიბურინული საცობები (სხვადასხვა ფორმის მუქი-მწვანე კენჭები), ლორწო და ფეკალური მასა. ამის შემდეგ საჭიროა ოყნის გაკეთება და სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მსუბუქად ისაუზმოთ.

ჩვეულებრივ მკურნალობის კურსი მთავრდება 3-4 კუჭში გასვლით, რომლებსაც არც თუ ისე იშვიათად ახლავს სისუსტე და შეციება. ბილიბურინული კენჭებისგან გათავისუფლების შემდეგ მდგომარეობა სტაბილიზდება. ღვიძლის მთლიანად გასასუფთავებლად ზოგჯერ ერთი პროცედურა არ არის საკმარისი, რაც გამოიხატება სიმძიმის შეგრძნებით მარჯვენა მხარეს, ნეკნების ქვედა ნაწილში. ამიტომაც საჭიროა გასუფთავების პროცედურის გამეორება 2 კვირის შემდეგ კიდევ 2-3-ჯერ. ღვიძლის გაწმენდის შემდეგ 1-2 კვირის განმავლობაში აუცილებელია ვეგეტარიანული დიეტის დაცვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი