მედიცინა

ექიმის რჩევები

№19

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 22.05, 2022 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ომიკრონმა თუ იცის მენსტრუალური ციკლის არევა?

პასუხი: რიგ შემთხვევაში გადატანილი ვირუსული ინფექციის შემდეგ აღინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თუმცა, ზუსტად იმის თქმა, რომ დარღვევა კოვიდინფექციას უკავშირდება, ცხადია, ზეპირად შეუძლებელია. თუ ამ ეტაპზე სხვა ჩივილი არ გაქვთ, მაშინ დაელოდეთ მომდევნო ციკლს და თუ შემდეგ თვეში არ ჩადგა მწყობრში, უნდა დაგეგმოთ გინეკოლოგთან ვიზიტი.

კითხვა: რამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, მაგალითად, ტრანზიტორული იშემიური შეტევა?

პასუხი: გარდამავალი/ტრანზიტორული იშემიური შეტევის მიზეზია სისხლის თრომბის პატარა ნაწილის ან ათეროსკლეროზის შედეგად ჩამოყალიბებული ცხიმოვანი ნივთიერება (ათერომა ან ფოლაქი), რომელიც მოწყდება გულიდან ან არტერიის კედლიდან, გადაიტანება სისხლით (ანუ იქცევა ემბოლიად) და დაახშობს ტვინის მკვებავ სისხლძარღვს.

ასევე, შეტევის მიზეზია სისხლში ჟანგბადის სიმცირე, წითელი უჯრედების მკვეთრი დეფიციტი (ანემია), ნახშირბადის მონოქსიდით (მხუთავი აირით) მოწამვლა, სისხლის გასქელება ან ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), განსაკუთრებით მაშინ, თუ ტვინის არტერიები ისედაც შევიწროებულია (მაგალითად, ათეროსკლეროზის გამო).

კითხვა: მყავს ახალშობილი ვაჟი და მაინტერესებს, როგორი მოვლა სჭირდება სასქესო ორგანოს დაბანისას ან თუნდაც ისე?

პასუხი: ყოველი დაბანის დროს ბავშვს ჩუჩა უნდა გადაუწიოთ სადამდეც გადადის ძალდატანების გარეშე და დაბანოთ, რაიმე სხვა ჩარევა, თუ გართულებამ არ იჩინა თავი, არ არის მიზანშეწონილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი