მედიცინა

ექიმის რჩევები

№35

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 12.09

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 80 წლის ქალბატონი. 2 თვეა, რაც მარცხენა ფეხის ქუსლი მაწუხებს. რენტგენის სურათით დადგინდა, რომ არის ქუსლის ძვლის წანაზარდი, ექიმმა დამინიშნა „ნალგეზინ ფორტე“, „კამელოტი“ და მალამო „ცელ-თ“ – შესაზელად, თუმცა დასძინა, ეს მკურნალობა დროებით მოგიხსნის ტკივილსო და ამიტომ ამ წამლებით მკურნალობაზე თავი შევიკავე, ნაცნობმა მირჩია ლაზეროთერაპია, მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა? დაიშლება თუ არა ეს წანაზარდი და რამდენი კურსია საჭირო.

პასუხი: ლაზეროთერაპია წარმოადგენს ქუსლის წანაზარდის, ანუ დეზის, მკურნალობის ერთ-ერთ დამხმარე მეთოდს. 10-15 პროცედურა, რომლებიც დაახლოებით, 15 წუთი გრძელდება, აუმჯობესებს პრობლემურ ზონაში მიკროცირკულაციას, ქსოვილების კვებას, რაც საბოლოო ჯამში ხსნის ტკივილს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. ლაზეროთერაპიასთან პარალელურად, გამართლებულია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება. ლაზეროთერაპია დაუშვებელია, როცა არსებობს კანზე სხვადასხვა წარმონაქმნები, რომლებიც მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას, ტუბერკულოზის აქტიური ფორმა, სისხლის დაავადებები, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, ფილტვის ან გულ-სისხლძარღვთა მესამე სტადიის უკმარისობა.

კითხვა: 57 წლის ქალის პროთრომბინის ინდექსი 98-ია. ნორმალურია თუ სისხლის გამათხელებლის მიღება არის საჭირო, თან, ვაქცინაციას აპირებს და ეს ხელის შემშლელი ხომ არ არის?

პასუხი: პროთრომბინის ინდექსი 98% ნორმაა. სისხლის გამათხელებლის დასანიშნად მხოლოდ პროთრომბინის ინდექსის ცოდნა არ არის საკმარისი. საჭიროა ვრცელი კოაგულოგრამა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცოდნა.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...