მედიცინა

ექიმის რჩევები

№27

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.07

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ცივის ჭამის დროს ან ცივი წყლის გამოვლების დროს კბილის ტკივილი რისი ნიშანია?

პასუხი: ცივის მიმართ კბილის მომატებული მგრძნობელობა, რასაც ხშირად მჭრელ ტკივილს უწოდებენ, უმეტესად მიგვანიშნებს კბილის მინანქრის დაზიანებაზე, რისი მიზეზიც შეიძლება, იყოს კარიესი, კბილის ყელის არეში მინანქრის გამოფიტვა, ღრძილის დაწევა ან ბზარი კბილზე. ასეთ დროს კბილის შიგნით არსებული ნერვული დაბოლოებები დაუცველი რჩება გარემო გაღიზიანებაზე, რაც იწვევს ხანმოკლე, მაგრამ მძაფრ რეაქციას დაბალ ტემპერატურაზე.

კითხვა: მეუღლეს ორი დღის წინ უკბინა ბზიკმა, ის ადგილი 3-4 სანტიმეტრზე შეუშუპდა და გაუწითლდა. ზოგჯერ ექავება კიდეც. რა შეიძლება, რომ წაისვას?

პასუხი: ბზიკის ნაკბენის შედეგად განვითარებული 3-4 სანტიმეტრიანი შეშუპება და სიწითლე, ქავილთან ერთად, არის ადგილობრივი ალერგიული რეაქცია, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა შემცირდეს. ქავილისა და შეშუპების შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ანტიჰისტამინური გელი, მაგალითად, ფენისტილი (Fenistil). წაისვით თხელ ფენად, დღეში 2-4-ჯერ, სიმპტომების შემცირებამდე ან დაბალკონცენტრირებული ჰორმონალური მალამო, მაგალითად, ჰიდროკორტიზონის მალამო (Hydrocortisone 1%). წაისვით თხელ ფენად, დღეში 1-2-ჯერ.

კითხვა: ვარ 13 კვირის ორსული. მქონდა ვირუსი, გამოვჯანმრთელდი, მაგრამ დროდადრო მაქვს სიცხე – 37 გრადუსი. ექიმები მეუბნებიან, რომ ორსულობის პერიოდში ეს ტემპერატურა ნორმალურიაო. მაინტერესებს რამდენად ნორმალურია?

პასუხი: ორსულობის პირველ ტრიმესტრში, მათ შორის 13 კვირაზე, სხეულის ტემპერატურის მცირედი მომატება (დაახლოებით, 37.0-37.3°C) მართლაც შეიძლება, ნორმის ფარგლებში იყოს და ჰორმონულ ცვლილებებს უკავშირდებოდეს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი