მედიცინა

ექიმის რჩევები

№21

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 06.06, 2021 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი მაია ნუცუბიძე:

კითხვა: ვარ 22 წლის ბიჭი. ცოტა ხნის წინ ქვედა ორი სიბრძნის კბილი ამომივიდა. ახლა კი ზედა ყბა მაქვს დაჭერილი და პირს ვერ ვაღებ. სიბრძნის კბილმა იცის ასე? ტემპერატურაც მქონდა 37 გრადუსამდე?

პასუხი: თუ სიბრძნის კბილის ლოკალიზაციის მიდამოში გრძნობთ ტკივილს, მაშინ თქვენი ჩივილი შეიძლება, კბილის გაძნელებულ ამოსვლას დავუკავშიროთ, გაიკეთეთ გვირილის ან სალბის ასატანად ცხელი სავლები. აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს, რადგან თუ კბილს აქვს ატიპური დგომა (რეტინირებულია), მაშინ კბილის ამოღება იქნება საჭირო.

კითხვა: ჩემს 4 წლის ბავშვს რამდენიმეჯერ შევამჩნიე, რომ ყური გარედან მთლიანად უწითლდება და ხელს რომ ვადებ, სიმხურვალეს ვგრძნობ, თუმცა მალევე თავისით გადადის. რამე საშიში ხომ არაა? სჭირდება ექიმთან კონსულტაცია თუ უბრალოდ, პანიკა მაქვს?

პასუხი: ამ ასაკის ბავშვებში ყურების სიმხურვალის მიზეზი, როცა სიწითლე მცირე ხნით აღინიშნება, შეიძლება, იყოს ალერგია, სიცივე, სიცხე.

კითხვა: გულის არეში გამუდმებით მაქვს მოჭერითი ტკივილები, რაც ბეჭსა და მკლავში გადადის. შეიძლება, ეს გულის პრობლემებიდან გამომდინარე იყოს? კარდიოგრამა გადავიღო თუ ექოსკოპია. რას მირჩევთ?

პასუხი: ამ ჩივილებით თქვენ, პირველ რიგში, კარდიოლოგს უნდა მიმართოთ. დიაგნოსტიკისთვის შეიძლება, საჭიროდ ჩაითვალოს ელექტროკარდიოგრამის ხანგრძლივი ჩაწერა – 24-48-საათიანი ჰოლტერ მონიტორინგი, დატვირთვის ტესტი, ულტრაბგერითი გამოკვლევა.

კითხვა: მარჯვენა ფეხის გულის ისეთი ტკივილი მაქვს, თითქოს მთელი დღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდე. ვიზუალურად არაფერი ემჩნევა – არც დაბეჟილობა ან შესიება. რისი ბრალი შეიძლება, იყოს?

პასუხი: არსებობს ფეხის ტერფის სხვადასხვა სტრუქტურული დეფორმაცია, რაც ტერფის ტკივილის მიზეზი ხდება. აქ შეიძლება იყოს, ფეხის გულის ფასციიტი (ფასციის ანთება), ბრტყელტერფიანობა, ქუსლის ძვლის წანაზარდი – ეგრეთ წოდებული, ასევე, არაპათოლოგიური მიზეზები ისეთი, როგორიცაა არაკომფორტული ფეხსაცმელი, ფეხზე დიდხანს დგომა ან სიარული. დიაგნოსტიკისთვის უნდა მიმართოთ ორთოპედ-პოდიატრისტს (ტერფის სპეციალისტს).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი