მედიცინა

დეპრესია და ფიზიკური ჯანმრთელობა

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.05

დეპრესია
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიას, ამ ფსიქიკურ დაავადებას, ხშირად ვუკავშირებთ ემოციებს, როგორიცაა: სევდა, ტირილი და უიმედობის განცდა, კვლევა აჩვენებს, რომ დეპრესია შეიძლება, ფიზიკური ტკივილითაც გამოვლინდეს.

ფიზიკური სიმპტომები შეიძლება მიანიშნებდეს დეპრესიული პერიოდის დაწყებას. ფიზიკური სიმპტომები აჩვენებს, რომ დეპრესია, ფაქტობრივად, ძალიან რეალურია და შეიძლება, საზიანო იყოს, ზოგადად, ჯანმრთელობისთვის.

დაღლილობა ან ენერგიის მუდმივი დაბალი დონე

დაღლილობა დეპრესიის საერთო სიმპტომია. ხანდახან ყველა განვიცდით ენერგიის შემცირებას, შესაძლოა, თავი მოდუნებულად ვიგრძნოთ, მაგალითად, დილით, დეპრესიული დაღლილობა კი უფრო თანმიმდევრული და მძიმეა, ვიდრე ენერგიის ეს შემთხვევითი ვარდნა.

დეპრესიასთან დაკავშირებულმა დაღლილობამ შეიძლება, გამოიწვიოს კონცენტრაციის პრობლემები, გაღიზიანების გრძნობა და აპათია.

დეპრესიაში მყოფი ადამიანები ხშირად განიცდიან არააღდგენით ძილს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თავს მოდუნებულად გრძნობენ ღამით გამოძინებისა და კარგი დასვენების შემდეგაც კი.

თუმცა, ბევრმა ფიზიკურმა დაავადებამ, მაგალითად ინფექციებმა და ვირუსებმა, ასევე, შეიძლება, გამოიწვიოს დაღლილობა და რთული იყოს იმის დადგენა, არის თუ არა დაღლილობა დაკავშირებული დეპრესიასთან.

დეპრესიას, ასევე, ახასიათებს ყოველდღიური საქმიანობით სიამოვნების განცდის ნაკლებობა. შეიძლება, დილით თავი კარგად იგრძნოთ, მაგრამ მოგვიანებით იგრძნოთ ზურგის ტკივილი.

თავის ტკივილი

დროდადრო თითქმის ყველას აქვს თავის ტკივილი. თავის ტკივილს სტრესული სამუშაო სიტუაციებიც იწვევს, თუ შეამჩნევთ, რომ თავის ტკივილს ყოველდღიური ხასიათი აქვს, მაშინ ეს შეიძლება იყოს დეპრესიის ნიშანი. მხოლოდ თავის ტკივილი არ არის იმის მანიშნებელი, რომ ტკივილი დეპრესიისგან არის გამოწვეული. დეპრესიის მქონე ადამიანები ხშირად განიცდიან დამატებით სიმპტომებს, როგორიცაა გაღიზიანების გრძნობა და ენერგიის დაქვეითება.

კუჭის ტკივილი ან უხერხულობა მუცლის არეში

ტკივილი, რომელიც ძლიერდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტრესი ჩნდება, შესაძლოა, დეპრესიის ნიშანი იყოს. კუჭის დისკომფორტი, როგორიცაა კრუნჩხვები, შებერილობა და გულისრევა, შეიძლება იყოს ცუდი ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშანი.

დეპრესიამ შეიძლება, გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთება ტკივილით, რომელიც დამახასიათებელია ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა ნაწლავის ანთებითი დაავადება ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები

საჭმლის მომნელებელი პრობლემები, როგორიცაა ყაბზობა და დიარეა, ხშირად გამოწვეულია კვებითი ინტოქსიკაციით ან ვირუსებით, ადვილია ვივარაუდოთ, რომ ნაწლავის დისკომფორტი გამოწვეულია ფიზიკური დაავადებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი