მედიცინა

ექიმის რჩევები

№10

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 17.03

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ელ თიროქსინი, სელენი, ელ კარნიტინი და მსგავსი მედიკამენტები თუ იწვევენ წონაში მატებას?

პასუხი: არა. ჩვენებიდან გამომდინარე, ეს მედიკამენტები აქტიურად მონაწილეობენ წონის კორექციაში.

კითხვა: რამდენ ხანში შეიძლება ელექტრო (ნემსით) ეპილაციის გაკეთება მუცელზე, იმ ადგილას, სადაც საკეისრო კვეთა შესრულდა? და ისიც მაინტერესებს, ამოდის თუ არა თმა ნაჭრილობევზე?

პასუხი: ნაწიბურის მიდამოში თმის ფოლიკულები ზიანდება და თმა, ძირითად შემთხვევაში, აღარ იზრდება. ელექტროეპილაცია დასაშვებია ჭრილობის სრული შეხორცების შემდეგ, ექიმი შეაფასებს ოპერაციის შემდგომ მდგომარეობას და შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგცემთ ნებართვას პროცედურის ჩატარებაზე.

კითხვა: 12 წლის გოგონას 3 თვეა, მენსტრუაციული ციკლი დაეწყო. ბოლო თვეს 10 დღე და მეტიც კი გაუხანგრძლივდა, ოღონდ ჭარბი არა. დასაწყისში ეს დასაშვებია და დაურეგულირდება? თუ გამოკვლევა უნდა?

პასუხი: მენსტრუაციული ციკლის ჩამოყალიბება ზოგჯერ 1-დან 2 წლამდე გრძელდება, მაგრამ უნდა დაარკვიდეთ მომდევნო ციკლებს, თუ კვლავ აღინიშნა გახანგრძლივებული და/ან ჭარბი გამონადენი, მაშინ ობიექტური შეფასებისთვის სჯობს, მიმართოთ ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს.

კითხვა: თავზე მაქვს საკმაოდ დიდი „ტატუ”. გადავწყვიტე, ლაზერით მოვიშორო. ექიმ-ლაზეროთერაპევტმა ულტრაკაინი კამიკეთა, მაგრამ კარგად არ გაყუჩდა და ძალიან ვიწვალეთ. ერთი თვის შემდეგ კიდევ მიწევს პროცედურაზე მისვლა. იქნებ სხვა უფრო ძლიერი საშუალება მირჩიოთ. თუნდაც 2%-იანი ლიდოკაინი ან ლიდოკაინი ეპინეფრინით?

პასუხი: ჩვეულებრივ, ეს პროცედურა ანესთეზიის გარეშეც შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ძირითადად, ლიდოკაინს ან კრემ „ემლას” იყენებენ. ანესთეტიკით მცირდება უსიამოვნო შეგრძნება, თუმცა, სრული გაუტკივარება ვერ მიიღწევა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი