ცხელი ბურგერი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.08, 2022 წელი
გემრიელი ბურგერის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 5 ცალი ტოსტის პური
🔸 2 ცალი სოსისი
🔸 3 კვერცხი
🔸 5 ფირფიტა მდნარი ყველი
🔸 ნახევარი ბულგრული წიწაკა, სამი ძირი მწვანე ხახვი, ნახევარი თავი წითელი ხახვი, 2 კბილი ნიორი
🔸 ზეთი
🔸 მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი 👩🍳
პურის ნაჭრებიდან სათითაოდ ამოიღეთ რბილობი. სოსისი, ნახევარი თავი წითელი ხახვი, ნახევარი ბულგარული წიწაკა, ნიორი და მწვანე ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად და მოათავსეთ თასში, ჩაახალეთ კვერცხი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ მარილი და პილპილი და ათქვიფეთ.
გაცხელებულ ტაფაზე დაასხით 1 სადილის კოვზი ზეთი. დადეთ მასზე ერთი კვადრატი. ჩაასხით მასში 2 სადილის კოვზი მომზადებული მასა, ზემოდან დააფინეთ ყველის ფირფიტა, ამოსაღები ნიჩბით ოდნავ დააწექით შეწვით მაღალ ცეცხლზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან