კულინარია

თევზის წვნიანი ნაღებით

№47

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.11, 2022 წელი

თევზის წვნიანი ნაღებით
დაკოპირებულია

გემრიელი თევზის წვნიანის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 2 თავი ხახვი

🔸2 სადილის კოვზი ბრინჯი

🔸100 გრამი ორაგული

🔸1 სადილის კოვზი ზეთი

🔸 600 მილილიტრი წყალი

🔸 200 მილილიტრი ნაღები

🔸 რეჰანი, მრგვალი პილპილი

🔸 მარილი, ქონდარი, დაფნის ფოთოლი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქვაბში მოათავსეთ მომცრო ზომის ერთი თავი ხახვი. ასევე, დაფნის ფოთოლი და მრგვალი პილპილი. ჩაყარეთ ბრინჯი და დაასხით წყალი. ხარშეთ 20 წუთი. მეორე ხახვი დააქუცმაცეთ. სტაფილო გახეხეთ, ცოტა კი წვრილად დაჭერით, მოშუშეთ ზეთში ხახვთან ერთად და ეს ყველაფერი წვნიანს ჩაუმატეთ. თევზი დაჭერით კუბიკებად და ისიც წვნიანს შეურიეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ მთლიანი ხახვი ამოიღეთ და გადააგდეთ. შეაგემეთ რეჰანითა და ქონდრით. მოხარშვა რომ დასრულდება, ჩაუმატეთ ნაღები. ცოტა მარილი და პილპილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი