თევზი ნიგვზისა და ძმრის სოუსში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.07, 2022 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ თევზი ნიგვზისა და ძმრის სოუსში.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 800 გრამი ორაგული
🔸 2 დაფნის ფოთოლი
🔸 2 თავი ხახვი
🔸 ნახევარი ჩაის ჭიქა ძმარი
🔸 1,5 ჩაის ჭიქა წყალი
🔸 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი
🔸 1 კონა ქინძი
🔸 3 კბილი ნიორი
🔸 1 მუჭი ბროწეულის მარცვლები
🔸 დაღერღილი წიწაკა, შავი პილპილის მარცვლები და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ორაგული დაჭერით და გარეცხეთ. მარილიან წყალს დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, ხახვი, შავი პილპილის მარცვლები და ხარშეთ ადუღებიდან 8 წუთის განმავლობაში.
სოუსის მომზადება: ძმარი, წყალი, გატარებული ნიგოზი, დანაყილი ნიორი, დაჭრილი ქინძი, პატარა თავი წვრილად დაჭრილი ხახვი კარგად გადაურიეთ. წამოადუღეთ და შეაგემეთ დაღერღილი წითელი წიწაკითა და მარილით. მომზადებული ნიგვზის სოუსი მოასხით მოხარშულ თევზს და ზემოდან ბროწეულის მარცვლები მოაყარეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან