შოკოლადის ტორტი გამოცხობის გარეშე
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.07, 2022 წელი
გემრიელი ტკბილეულის რეცეპტი "თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 150 გრამი კარაქი
🔸 500 გრამი მშრალი ორცხობილა
🔸 500 გრამი ხაჭო
🔸 1 ჭიქა შაქარი, 2 სადილის კოვზი კაკაო
🔸 3 სადილის კოვზი ქიშმიში
🔸 1 ჭიქა რძე, 100 გრამი მუქი შოკოლადი
🔸 ერთი მუჭა კენკრა.
მომზადების წესი 👩🍳
ხაჭო ასრისეთ კარაქთან და შაქართან ერთად. გაყავით ეს მასა ორ ტოლ ნაწილად. ერთ ნახევარს დაუმატეთ 2 სადილის კოვზი კაკაო, მეორეს – ქიშმიში. გაშალეთ ფოლგა. დაალაგეთ მასზე ორცხობილების ფენა. კარგად დანამეთ რძით, წაუსვით ქიშმიშიანი ხაჭო და ზემოდან დაალაგეთ რძეში ამოვლებული ორცხობილების მეორე ფენა. წაუსვით ხაჭო კაკაოს ფხვნილით. ზემოდან კიდევ დაალაგეთ რძით დანამული ორცხობილები, მოასხით შოკოლადის მინანქარი ან წაუსვით ცხელი წყლის აბაზანაზე გამდნარი შავი შოკოლადი და ბოლოს მოაყარეთ კენკრა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან