კულინარია

შოკოლადის ტორტი, გამოცხობა რომ არ სჭირდება

№14

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.04, 2022 წელი

შოკოლადის ტორტი
დაკოპირებულია

შოკოლადის ტორტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

სა­ჭ­ი­რო ინ­გ­რ­ე­დ­ი­ე­ნ­ტ­ე­ბი:

ბი­ს­კ­ვ­ი­ტი – 120 გრა­მი ფხვი­ე­რი, ტკბი­ლი ორ­ც­ხ­ო­ბ­ი­ლა (შე­ი­ძ­ლ­ე­ბა, სხვა­დ­ა­ს­ხ­ვ­ა­ნ­ა­ი­რი იყ­ოს), 350 გრა­მი მო­ხ­ა­რ­შ­უ­ლი, შე­ს­ქ­ე­ლ­ე­ბ­უ­ლი რძე, 30 გრა­მი შა­ვი შო­კ­ო­ლ­ა­დი, 20 გრა­მი შა­ვი ქლი­ა­ვი, 30 გრა­მი ნი­გ­ო­ზი, 20 გრა­მი მო­ც­ვი.

კრე­მი – 200 გრა­მი არ­ა­ჟ­ა­ნი, 100 გრა­მი რძე, 5 გრა­მი ჟე­ლ­ა­ტ­ი­ნი, 40 გრა­მი შა­ქ­რ­ის პუ­დ­რა, 15 გრა­მი კა­კ­აო, 30 გრა­მი შა­ვი შო­კ­ო­ლ­ა­დი.


მო­მ­ზ­ა­დ­ე­ბ­ის წე­სი 👩‍🍳

შო­კ­ო­ლ­ა­დი და­ფ­ხ­ვ­ე­ნ­ით, შა­ვი ქლი­ა­ვი და­ჭ­ე­რ­ით. და­უ­მ­ა­ტ­ეთ და­ფ­ხ­ვ­ნ­ილ ორ­ც­ხ­ო­ბ­ი­ლ­ას. შე­უ­რ­ი­ეთ შა­ვი ქლი­ა­ვი, მო­ც­ვი, და­ჭ­რ­ი­ლი ნი­გ­ო­ზი, გა­ხ­ე­ხ­ი­ლი შო­კ­ო­ლ­ა­დი.. და­უ­მ­ა­ტ­ეთ მო­ხ­ა­რ­შ­უ­ლი, შე­ს­ქ­ე­ლ­ე­ბ­უ­ლი რძე და აუ­რ­ი­ეთ ძა­ლ­ი­ან კა­რ­გ­ად. ფო­რ­მ­ა­ში ჩა­ა­ფ­ი­ნ­ეთ პე­რ­გ­ა­მ­ე­ნ­ტი და მი­ღ­ე­ბ­უ­ლი მა­სა მა­ს­ში მო­ა­თ­ა­ვ­ს­ეთ.

თა­ს­ში ათ­ქ­ვ­ი­ფ­ეთ არ­ა­ჟ­ა­ნი. შე­უ­რ­ი­ეთ შა­ქ­რ­ის პუ­დ­რა, კა­კ­აო და გა­ხ­ე­ხ­ი­ლი შო­კ­ო­ლ­ა­დი.

რძე­ში გა­ხ­ს­ე­ნ­ით ჟე­ლ­ა­ტ­ი­ნი. და­დ­გ­ით გა­ზ­ქ­უ­რ­ა­ზე და ნე­ლი მო­რ­ე­ვ­ით გა­ხ­ს­ე­ნ­ით. შე­მ­დ­ეგ გა­დ­მ­ო­დ­გ­ით და გა­ა­ც­ი­ვ­ეთ. შე­უ­რ­ი­ეთ არ­ა­ჟ­ნ­ი­ან მა­ს­ას. მო­ა­ს­ხ­ით ორ­ც­ხ­ო­ბ­ი­ლ­ას ბისკვიტს და მო­ა­თ­ა­ვ­ს­ეთ მა­ც­ი­ვ­ა­რ­ში. ჟე­ლ­ა­ტ­ი­ნი კა­რ­გ­ად რომ გა­ც­ი­ვ­დ­ე­ბა, გა­მ­ო­ი­ღ­ეთ. მო­ა­ყ­ა­რ­ეთ გა­ხ­ე­ხ­ი­ლი შო­კ­ო­ლ­ა­დი და მო­ა­შ­ო­რ­ეთ ფო­რ­მა. ტო­რ­ტი მზად არ­ის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი