კულინარია

შოკოლადის დესერტი თათა გიორგობიანისგან

№21

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.06, 2023 წელი

თათა გიორგობიანის კერძი
დაკოპირებულია

თათა გიორგობიანი საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

როცა დრო მაქვს, სამზარეულოში ტრიალი ძალიან მიყვარს და ყველაფერი კარგად გამომდის. გენეტიკურად გამომყვა „გემრიელი ხელი“. ექსპერიმენტებსაც მივმართავ ხოლმე და ახალ-ახალ გემოებს ვუთავსებ ერთმანეთს. თავად მე, ძირითადად, სალათების მოყვარული ვარ. ბევრი მეკითხება, ფორმას როგორ ინარჩუნებ და არ სუქდებიო. რაც შეეხება ფორმის შენარჩუნებას, ბევრ ენერგიას ვხარჯავ და ასევე, ფეხით სიარული მიყვარს ძალიან, რაც წონის შენარჩუნებაში ძალიან მეხმარება. ახლა კი, გასწავლით უგემრიელესი შოკოლადის დესერტის მარტივ რეცეპტს, რომელიც მალე მზადდება და არც ბევრი ინგრედიენტი სჭირდება.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 მილილიტრი ნაღები 33% ცხიმიანობის

🔸 15 გრამი ჟელატინი

🔸200 მილილიტრი მდუღარე წყალი

🔸 მწიკვი ვანილი, 100 გრამი შაქარი

🔸 200 გრამი 55-70%-იანი კაკაოს შემცველი შოკოლადი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჟელატინს დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ 15 წუთით. შოკოლადი გახეხეთ სახეხზე, ნაწილი გადაინახეთ გასაფორმებლად. ქვაბში შეურიეთ ნაღები, შაქარი და ვანილი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 2 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ შოკოლადი, ჟელატინი და აურიეთ, რომ ბოლომდე გაიხსნას. სითხე ჩაასხით ლამაზ თასებში და დადგით გრილ ადგილას 3 საათით. შემდეგ ზემოდან მოაყარეთ გადანახული გახეხილი შოკოლადი და მორთეთ ნებისმიერი ხილით. პირადად მე, მარწყვით მიყვარს მორთვა, თან ამ ხილის სეზონია და ძალიან უხდება შოკოლადის გემოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი