კულინარია

შემწვარი ბრინჯი ბოსტნეულით (სამარხვო)

№12

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.03, 2023 წელი

შემწვარი ბრინჯი
დაკოპირებულია

ბოსტნეულის გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸500 გრამი ბრინჯი

🔸 700 მილილიტრი წყალი

🔸 4 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 სადილის კოვზი სამარხვო კარაქი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 1 ცალი ბადრიჯანი

🔸1 ცალი ყაბაყი

🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 1 სადილის კოვზი ქუნჯუი

🔸 1 კონა მწვანე ხახვი

🔸 მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბრინჯი მოხალეთ ძალიან ცხელ, მშრალ ტაფაზე, დაასხით ორი სადილის კოვზი ზეთი, კიდევ ცოტა მოხალეთ, დაასხით მუღარე წყალი, უყავით მარილი, ხარშეთ თავდახურულ ქვაბში, დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. სანამ ბრინჯი იხარშება, მოამზადეთ ბოსტნეული – სტაფილო დაჭერით კუბიკებად. ოდნავ მოზრდილ კუბიკებად დაჭერით წინასწარ გათლილი ყაბაყი და ბადრიჯანი. ტაფაზე დაასხით ზეთი და მოშუშეთ ჯერ სტაფილო, შემდეგ დაუმატეთ ყაბაყი და ბადრიჯანი, ბოლოს – ბულგარული წიწაკა. ბრინჯი ისევ დადგით დაბალ ცეცხლზე, შეურიეთ სამარხვო კარაქი, დაუმატეთ ბოსტნეული და ისევ აურიეთ, ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ქუნჯუთი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი