რულეტი ბეზეთი და კარამელიზებული მოცხარით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.01, 2022 წელი
„თბილისელები“ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს გიზიარებთ👇
საჭირო ინგრედიენტები:
ბეზესთვის – 3 კვერცხის ცილა, 180 გრამი შაქარი, 1 სადილის კოვზი სიმინდის სახამებელი.
შიგთავსი – 400 გრამი ხაჭო, 3 სადილის კოვზი შაქრის პუდრი, 3 სადილის კოვზი არაჟანი, 100 გრამი შაქარი, 150 გრამი შავი მოცხარი, 2 სადილის კოვზი ტკბილი სოიის სოუსი, 2 სადილის კოვზი ცხელი წყალი, ცოტა კარაქი.
მომზადების წესი 👩🍳
კვრცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე. ნელ-ნელა შეურიეთ შაქარი და ათქვიფეთ ძალიან კარგად. ბოლოს შეურიეთ სახამებელი და ისევ ათქვიფეთ. გამოსაცხობ ტაფაზე დააფინეთ პერგამენტი. წაუსვით ცოტა კარაქი, დაასხით ბეზეს ცომი და მოუსწორეთ ზედაპირი. გამოაცხვეთ 140 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. სქელძირა ქვაბში მოათავსეთ შაქარი. გაადნეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. როცა გამუქდება, შეურიეთ ცხელი წყალი და ტკბილი სოიის სოუსი. ჩაყარეთ მასში მოცხარი. დადგით ისევ ცეცხლზე. აურიეთ და როცა ადუღდება, გადმოდგით.
ბლენდერში მოათავსეთ ხაჭო, არაჟანი და შაქრის პუდრა. ათქვიფეთ ძალიან კარგად. აირღუმელიდან გამოიღეთ ბეზეს ბისკვიტი და წაუსვით ხაჭოს კრემი. მოცხარის მარცვლები ამოიღეთ სიროფიდან. დაალაგეთ ხაჭოს კრემზე და გადაახვიეთ რულეტი. მოასხით სიროფი და მოათავსეთ მაცივარში ორი საათით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან