ფორთოხლის ტორტი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.11, 2022 წელი
გემრიელი ტორტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
ცომი - 50 გრამი კარაქი, 50 გრამი შაქარი, 1 კვერცხი, 120 გრამი ფქვილი.
შიგთავსი: 1 სადილის კოვზი კარტოფილის სახამებელი, 50 გრამი არაჟანი, 250 გრამი ხაჭო, 10 გრამი ვანილის შაქარი, 1 ცალი ფორთოხალი, 20 გრამი შაქარი, 1 კვერცხი.
მომზადების წესი 👩🍳
ჯერ მოამზადეთ ბისკვიტი – ათქვიფეთ შაქარი, დარბილებული კარაქი და კვერცხი. შეურიეთ ფქვილი და მოამზადეთ ცომი. შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში.
მოამზადეთ შიგთავსი: კარგად ათქვიფეთ ხაჭო და არაჟანი. შეურიეთ სახამებელი, ვანილის შაქარი და კვერცხი. ათქვიფეთ მიქსერით ძალიან კარგად. ფორთოხალს მოაშორეთ კანი და დაჭერით, მოაყარეთ შაქარი. ცომი მოათავსეთ ფორმაში. მოასხით ხაჭოს კრემი და ზემოდან დაალაგეთ ფორთოხალი. გამოაცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან