კულინარია

კომბოსტოს სალათა-მარინადი (სამარხვო)

№12

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.03, 2023 წელი

კომბოსტოს სალათა
დაკოპირებულია

სამარხვო სალათის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 ერთი მომცრო თავი კომბოსტი

🔸 100 მილილიტრი ძმარი

🔸 100 მილილიტრი ზეთი

🔸 3 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 1 კონა ქინძი

🔸 1 თავი ნიორი

🔸 4 სადილის კოვზი შაქარი

🔸 2 სადილის კოვზი მარილი

🔸 1 ცალი პომიდორი

🔸 2 ჩაის კოვზი ძალიან ცხარე წიწაკა.

მომზადების წესი 👩‍🍳

ძალიან წვრილად დაჭერით კომბოსტო, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ნიორი, მწვანილი და გახეხილი პომიდორი. ღრმა ჭურჭელში ჩაასხით ძმარი, ზეთი და ჩაყარეთ შაქარი და მარილი, დაუმატეთ ცხარე წიწაკა. მოასხით ეს სოუსი ბოსტნეულს, კარგად აურიეთ და მჭიდროდ ჩატენეთ მინის ქილაში. დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ მაცივარში თავდაყირა, სამი დღის შემდეგ მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი