კულინარია

ხორცის ბურთულები ტომატის სოუსში

№41

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.10, 2022 წელი

ხორცის ბურთულები
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ხორცის ბურთულები ტომატის სოუსში.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 კილოგრამი საქონლის ხორცის ფარში

🔸 50 გრამი პური

🔸100 მილილიტრი რძე

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸40 გრამი ყველი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილი

🔸 მარილი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი

🔸 1 კვერცხი

🔸 3 სადილის კოვზი ხორბლის ფქვილი

🔸 800 გრამი პომიდორი

🔸 150 გრამი ხახვი

🔸 4 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 ჩაის კოვზი შაქარი

🔸 2 დაფნის ფოთოლი

🔸 1 ჩაის კოვზი ხმელი დაფქული რეჰანი.

მომზადების წესი 👩‍🍳

პური დაფშვენით, ჩაყარეთ თასში, დაუმატეთ რძე და კარგად აურიეთ. ხახვი და ოხრახუში წვრილად დაჭერით, ყველი კი წვრილ სახეხზე გახეხეთ.

საქონლის ხორცს დაუმატეთ მარილი, დაფქული შავი პილპილი, ხმელი ნიორი და რძეში დასველებული პური. დაამატეთ დაჭრილი მწვანილი. ათქვიფეთ კვერცხი და ყველაფერი დაუმატეთ ხორცის მასას. კარგად მოზილეთ, მიეცით ბურთულების ფორმა და შეწვით ზეთში. სოუსისთვის – ხახვი მოშუშეთ 3 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ გახეხილი პომიდორი, დაფნის ფოთოლი, შაქარი, ხმელი რეჰანი, მარილი. აურიეთ და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. მზა სოუსში მოათავსეთ ხორცის ბურთულები და კერძი მზადაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი