კულინარია

მწვანე სალათა ხორცითა და ლობიოთი

№41

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.10, 2022 წელი

მწვანე სალათა
დაკოპირებულია

მარტივი და გემრიელი მწვანე სალათის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸100 გრამი მწვანე სალათის ფოთლები

🔸 200 გრამი ხორცი

🔸 100 გრამი წვრილი და გრძელი მწვანე ლობიო (ქილის)

🔸2 თავი ხახვი

🔸 5 სადილის კოვზი ზეთი

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 1 ცალი წითელი

🔸 ცხარე წიწაკა

🔸 შავი პილპილის ბურთულები

🔸 დაფნის ფოთოლი

🔸 4 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი სუნელი

🔸 კუნჯუთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხორცი მოხარშეთ, ხარშვისას წყალში ჩაყარეთ პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და ხმელი სუნელი. ქილიდან ამოიღეთ ლობიო და ისიც მოხარშეთ. შემდეგ მოათავსეთ საწურზე და გადაავლეთ ცივი წყალი. სალათის ფოთლები გარეცხეთ და ხელით დაფლითეთ. ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად და ოდნავ მოშუშეთ ცხელ, ზეთიან ტაფაზე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა. ნიორი გასრისეთ. სასალათეში მოათავსეთ კუბიკებად დაჭრილი ხორცი, დაჭრილი ლობიო, მოშუშული ხახვი, წიწაკა და ნიორი. მოასხით სოიის სოუსი და მოაყარეთ ცოტა კუნჯუთი. კარგად აურიეთ. მოათავსეთ მაცივარში 2 საათით და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი