კულინარია

ხორცი ნაღებისა და სოკოს სოუსით

№45

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.11, 2022 წელი

ხორცი ნაღებისა და სოკოს
სოუსში
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ხორცი ნაღებისა და სოკოს სოუსით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 4 ნაჭერი ქათმის ფილე

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 სადილის კოვზი კარაქი

🔸 1 სადილის კოვზი ზეთი

🔸 500 მილილიტრი ნაღები

🔸 500 გრამი ქამა სოკო

🔸 160 გრამი წიწიბურა

🔸 400 მილილიტრი წყალი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოხარშეთ წიწიბურა 400 მილილიტრ მარილწყალში ისე, რომ მიიღოთ ფანტია. სანამ წიწიბურა იხარშება, პატარა ქვაბში, ზეთსა და კარაქში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. როგორც კი ხახვი ოქროსფერი გახდება, დაუმატეთ თხელ ფირფიტებად დაჭრილი სოკო და განაგრძეთ მოშუშვა, სანამ სითხე მთლიანად არ ამოშრება. დაუმატეთ მარილი და პილპილი და მომზადებული მასის ნახევარი შეურიეთ მოხარშულ წიწიბურას. ქათმის ფილეს ზედაპირი ისე ამოაჭერით, რომ მიიღოთ ერთგვარი ბუდე და ამოავსეთ წიწიბურას ფარშით, დააფარეთ ფილეს ამოჭრილი ნაწილი და შეწვით ორივე მხრიდან ტაფაზე, ცხელ ზეთში. ქვაბში დარჩენილ სოკოსა და ხახვის მასას დაასხით ნაღები, დადგით ცეცხლზე, ჩააწყვეთ შემწვარი ფილეები და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი